ტოჩინოშინმა მაისის ბაშოზე ორი ჯილდო მიიღო და ოძეკის წოდებაც გაინაღდა
ტიტულისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი აღმოჩნდა დასკვნითი ტურის ბოლო დაპირისპირება ორ მონღოლ იოკოძუნას შორის. თუ კაკურიუ ჰაკუჰოსთან წააგებდა, მაშინ „იმპერატორის თასის“ მოსაპოვებლად მასა და ლევან გორგაძეს შორის დამატებითი შეხვედრა დაინიშნებოდა, მაგრამ... ჰაკუჰომ ქართველი ქომაგები ვერ გაახარა.
მაისის ბაშო ტოჩინოშინისთვის მაინც წარმატებული იყო. მას ორგანიზატორებმა ორი ჯილდო გადასცეს: კანტო-შო (მებრძოლი სულის გამოვლენისთვის) და გინო-შო (ტექნიკური ჭიდაობისთვის). მთავარი წარმატება კი რეიტინგში დაწინაურებაა, რაც უკვე გადაწყვეტილი ამბავია. გასულ ტურნირზე ლევან გორგაძემ სეკივაკეს წოდებით იჭიდავა. ეს სუმოს იერარქიის მესამე საფეხურია. მომავალ შეჯიბრებაზე კი ქართველი სეკიტორი დოჰიოზე ოძეკის სახელით გავა. ამაზე მაღლა მხოლოდ იოკოძუნას წოდებაა. რეიტინგის დამთვლელი კომისია და სუმოს დირექტორთა საბჭო ოფიციალურ განცხადებას 30 მაისს გამოაქვეყნებენ.
სუმოს ელიტაში აქამდე ოძეკი მხოლოდ ორი ევროპელი სეკიტორი გამხდარა.
