Добавить новость
123ru.net
World News
Май
2018

ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტად რჩება

0
ვენესუელის საარჩევნო კომისიამ 20 მაისს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო. საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მადურომ მიიღო 5,8 მილიონი ხმა, რაც დაახლოებით 68%-ია. კომისიის ცნობითვე, მადუროს ძირითად კონკურენტს, ოპოზიციური პარტიის, „პროგრესული ავანგარდის“ ლიდერს, ანრი ფალკონს მხარი დაუჭირა მილიონნახევარმა ამომრჩეველმა, ანუ 21%-მა. არჩევნებში მონაწილეობდა ყოფილი სასულიერო პირი ხავიერ ბერტუჩიც, რომელმაც 925 ათასი ხმა მიიღო.


ოპოზიციონერმა ანრი ფალკონმა არჩევნების შედეგები არ აღიარა და განაცხადა, რომ ნიკოლას მადურომ ამომრჩეველთა ხმები იყიდა. ფალკონის ინფორმაციით, მისმა მხარდამჭერებმა 142 ათასამდე დარღვევა დააფიქსირეს. ფალკონმა მოითხოვა, რომ ოქტომბერში ხელახალი არჩევნები ჩატარდეს. თავის მხრივ, მადურომ ფალკონი დაადანაშაულა ხალხის უპატივცემულობაში. ვენესუელის მოქმედმა პრეზიდენტმა 20 მაისის არჩევნებს ისტორიული უწოდა, თავის შედეგს კი სარეკორდო. მადუროს განცხადებით, დღემდე ვერავინ შეძლო, რომ უახლოესი მეტოქისთვის მოეგო ხმების 47%-იანი სხვაობით.


ვენესუელის პრეზიდენტის არჩევნები 2018 წლის დეკემბერში უნდა გამართულიყო, თუმცა, ძირითადად მადუროს მომხრეებით დაკომპლექტებულმა ეროვნულმა დამფუძნებელმა კრებამ კენჭისყრა რამდენიმე თვით ადრე, მაისში დანიშნა.


ოპოზიციონერმა ანრი ფალკონმა პრეზიდენტად კენჭისყრა გადაწყვიტა მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციური პარტიების კოალიციამ, „დემოკრატიული ერთიანობის ბლოკმა.“ მან არჩევნებს უწოდა სამთავრობო შოუ ლეგიტიმურობის სიმულაციის მიზნით. თავად ფალკონი აცხადებდა, რომ მხოლოდ ამ გზით შეიძლება ხელისუფლებისგან მადუროს ჩამოშორება, რადგან მოქალაქეთა დიდ ნაწილს მისი პრეზიდენტობა აღარ სურს და სხვა კანდიდატისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. ვენესუელის ხელისუფლებამ ოპოზიციის არაერთ წარმომადგენელს არ მისცა კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება, ზოგიერთი დააპატიმრა, ნაწილმა კი ქვეყანა დატოვა.


ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს 2013 წლის აპრილიდან. მას ოპოზიცია ადანაშაულებს დიქტატურაში, კორუფციასა და ეკონომიკის დანგრევაში. ვენესუელაში ეკონომიკური კრიზისი განსაკუთრებით გამწვავდა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფების შემდეგ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2017 წელს ვენესუელის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 12%-ით შემცირდა, ინფლაციამ კი 2600%-ს გადააჭარბა.


ვენესუელის წინა პრეზიდენტმა, უგო ჩავესმა 2009 წელს დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა საქართველოს ორი რეგიონი, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი.“





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net