ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს 60-ზე მეტი მოქალაქის რეადმისია განხორციელდა
გერმანიიდან საქართველოში ჩარტერული ავაირეისით ჩამოიყვანეს 68 მოქალაქე, რომლებსაც აღარ ჰქონდათ ევროკავშირის ტერიტორიაზე დარჩენის უფლება. მათი რეადმისია გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ბელგიიდან და ისლანდიიდან განხორციელდა საქართველოს მიერ „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქთა დასაბრუნებლად დიუსელდორფი-თბილისის ჩარტერული ავიარეისი დაიგეგმა გერმანიის ფედერალურ პოლიციასა და ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო „ფრონტექსთან“ კოორდინაციით. შსს-ს ცნობითვე, ამავე ავიარეისით რეადმისირებულთა გარდა, საკუთარი სურვილით დაბრუნდა საქართველოს 5 მოქალაქე.