რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები ვლადიმირ პუტინმა მოიგო დარღვევების შესახებ ცნობების ფონზე
წინასწარი მონაცემებით, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები ვლადიმირ პუტინმა მოიგო. რუსეთის რეგიონებიდან იტყობინებიან კენჭისყრის დროს დარღვევების შემთხვევის შესახებ. ბიულეტენების 80 პროცენტის დათვლის შემდგომი მონაცემებით, პუტინს მხარი დაუჭირა 76, 2-მა პროცენტმა. პუტინი მეოთხე ვადით ჩაუდგება რუსეთს სათავეში ექვსი წლით. პუტინი ლიდერობს ეგზიტპოლების თანახმადაც. მათი მონაცემებით, პუტინმა 73 პროცენტი მიიმხრო. საარჩევნო კომისიის ცნობით, მეორე ადგილზეა კომუნისტი კანდიდატი, პაველ გრუდინინი (12,3 პროცენტი), რომელსაც მოსდევს ულტრანაციონალისტი, ვლადიმირ ჟირინოვსკი (6 პროცენტი) და ცნობილი ჟურნალისტი, ქსენია სობჩაკი 1,5 პროცენტით. დანარჩენმა ოთხმა კანდიდატმა თითო-თითო პროცენტი მიიმხრო. ვლადიმერ პუტინმა არჩევნების შემდეგ განაცხადა, რომ არ აპირებს კონსტიტუციის შეცვლას, შემსდგომ არჩევნებში მონაწილეობისთვის. საარჩევნო უბნებზე დარღვევების შესახებ ცნობების რიცხვი დღის განმავლობაში იზრდებოდა. უბნების დახურვის დროისთვის, დამოუკიდებელმა მეთვალყურე, გოლოსმა, სხვადასხვა სახის 2742 დარღვევის შესახებ ცნობა მიიღო. გოლოსს მოსკოვსა და სანქტ პეტერბურგიდან ამცნეს, ამომრჩეველთა სიების გარშემო სავარაუდო,დარღვევათა ასობით შემთხვევის შესახებ. ამ ქალაქებში პუტინს ნაკლები მომხრე ჰყავს.