სამი ადამიანი დაჭრეს მერილენდში, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს წინ
აშშ-ის მედიის ცნობით, მერილენდში დააკავეს ეჭვმიტანილი, მას შემდეგ, რაც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს შტაბ-ბინის წინ სამი ადამიანი დაჭრეს ცეცხლსასროლი იარაღით. მანამდე 14 თებერვალს პოლიცია აცხადებდა, რომ საქმე ჰქონდა სროლის შესაძლო ინციდენტთან. იუწყებიან, რომ გამოძიების გამო ჩაიკეტა ახლოს მდებარე ქუჩა. მედია იუწყებოდა იმასაც, რომ ინციდენტის ადგილას ბეტონის ღობეზე მანქანა იყო შეჯახებული და მის საქარე მინაზე ნატყვიარები აღინიშნებოდა.