რუსეთში დააპატიმრეს დაღესტნის მთავრობის დროებითი ხელმძღვანელი ორ მოადგილესთან ერთად
მოსკოვში სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა დაღესტნის მთავრობის დროებით ხელმძღვანელს, აბდუსამად გემიდოვს, მის ორი მოადგილესა და განათლების ყოფილ მინისტრს, შახაბას შახოვს. ეს პირები 5 თებერვალს დააკავეს, ხოლო 6 თებერვალს წაუყენეს თაღლითობის ბრალდება საბიუჯეტო სახსრების სავარაუდო მითვისებასთან დაკავშირებით. ოფიციალური პირების ქმედებებმა, გამოძიების ვერსიით, გამოიწვია ზარალი 100 მლნ რუბლის ოდენობით. დაკავებულები ბრალდებებს უარყოფენ. ამასობაში, დაღესტნის ლიდერის მოვალეობის შემსრულებელმა ვლადიმირ ვასილიევმა რეგიონის მთავრობა დაითხოვა. დაკავებული გამიდოვის პოსტი დაიკავა მისმა მოადგილემ ანატოლი კარიბოვმა. ვასილევი დაღესტნის დროებით ხელმძღვანელად დაინიშნა გასული წლის სექტემბერში, ხოლო მანამდე სათავეში ედგა ფრაქცია „ერთიან რუსეთს“ სახელმწიფო სათათბიროში. დაღესტანში მან პირობა დადო, რომ ჩაატარებდა შემოწმებებს მოსკოველი გამომძიებლების მონაწილეობით. კრემლში „სისტემური მუშაობა“ უწოდეს დაღესტნელი ჩინოვნიკების დაკავებას.