აჭარაში გაიზარდა წითელას ვირუსით დაავადებულთა და აცრილთა რაოდენობა
ოფიციალური ინფორმაციით, აჭარაში 150-ზე მეტი მოქალაქე მას შემდეგ აიცრა, რაც მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებოდა, რადგან უშუალო კონტაქტი ჰქონდა წითელას ვირუსით დაინფიცირებულ პირთან. რეგიონის მასშტაბით, წითელას ვირუსის მატარებელთა რიცხვი 100-ზე მეტია.