თემირლან მაჩალიკაშვილი დუისში დაკრძალეს
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში დაკრძალეს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი. პანკისის ხეობაში 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი 10 იანვარს გარდაიცვალა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, სპეცრაზმელმა მაჩალიკაშვილს ხელყუმბარის აფეთქების მცდელობის გამო ესროლა. ამ ვერსიას უარყოფენ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი და მისი ადვოკატი. "ბევრი მტკიცებულება გვაქვს, რომ სპეცოპერაციის დროს ხელყუმბარა არ ჰქონია და ერთ-ერთია სპეცოპერაციამდე რამდენიმე წამით ადრე გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინება. წამიერად მოხდა კარის შენგრევა და სროლა და ვერ მოასწრებდა ფიზიკურად სხვა მოქმედებას“ - განუცხადა 11 იანვარს, ჟურნალისტებს მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა. მისი ვარაუდით, სპეცრაზმელმა სიბნელეში დაინახა ტელეფონიდან წამოსული სინათლე და ამაზე მოახდინა რეაგირება. სახელმწიფოსგან ობიექტურ გამოძიებას და პასუხისმგებელი პირების დასჯას მოითხოვს გარდაცვლილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი. „გამოძიებას ამ დროისთვის ვუცხადებ ნდობას, მაგრამ თუ არ გაამართლა ეს ნდობა, მაშინ ალბათ, სხვანაირად მოვიქცევი” - განუცხადა 11 იანვარს ჟურნალისტებს მალხაზ მაჩალიკაშვილმა. საქმეს პროკურატურა იძიებს უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე. ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ითხოვს, რომ საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს და გამოძიება გაგრძელდეს განზრახ მკვლელობის მუხლით. საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის მიზანი იყო დაკავება იმ პირებისა, რომლებმაც დახმარება გაუწიეს ნოემბრის ბოლოს, თბილისში განეიტრალებულ ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს. 26 დეკემბერს სუს-მა განაცხადა, რომ თბილისსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში, დუისსა და ომალოში დაკავებულია 4 პირი, რომლებიც ჩატაევს და მისი დაჯგუფის წევრებს დაეხმარნენ თურქეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაში საზღვრის კირნათი-მარადიდის მონაკვეთზე მდებარე მწვანე ზოლის გავლით. იმავე დღეს სუს-მა განაცხადა, რომ ჩატაევი და მისი თანამზრახველები გეგმავდნენ დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმას საქართველოსა და თურქეთში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით 9 იანვარს, პანკისის ხეობაში დააკავა კიდევ ერთი პირი.
Экология в России и мире
Путин в России и мире
Лукашенко в Беларуси и мире
123ru.net —
международная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.
Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).
123ru.net — живые новости в прямом эфире!
В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.
Здоровье в России и мире
Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России
Друзья 123ru.net
Информационные партнёры 123ru.net
Спонсоры 123ru.net