პროკურატურაში მისულმა მიხეილ სააკაშვილმა დაკითხვაზე უარი თქვა
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის გენერალურ პროკურატურაში მივიდა, შენობის ჰოლში ის ჟურნალისტებს გაესაუბრა, მაგრამ დაკითხვაზე უარი განაცხადა და შენობა დატოვა. „სააკაშვილმა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ჩაშალა. ის გენერალური პროკურატურის სამსახურებრივ კაბინეტში იყო გამოძახებული, მაგრამ მხოლოდ საგამშვებო პუნქტზე მივიდა, შემდეგ კი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე უარი თქვა“, – განაცხადა პროკურორმა ალექსანდრე გოვორუშჩაკმა „112 უკრაინას“ ეთერში. მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე მივიდა