მე საქართველოში პუტინის აგენტურა სრულად გავანადგურე, რის გამოც მათ 2012 წელს არჩევნებზე სპეცოპერაციის ჩატარება დასჭირდათ – სააკაშვილი
კიევის მთავარ მოედანზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, პარტია „ახალი ძალების“ ლიდერის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილ ხალხს სიტყვით მიხეილ სააკაშვილმა მიმართა. „ჩვენ ვაჩვენეთ ყველას, რომ უკრაინელები ყველაფრის მოთმენას აღარ აპირებენ. ოლიგარქები ხელისუფლებაში ჩვენი პასიურობის წყალობით რჩებიან. ჩვენ ერთი ქვეყანა გვაქვს, მას უნდა გავუფრთხილდეთ, მაგრამ არანაირ შემთხვევაში არ გავუფრთხილდები ძაღლის ჯიხურს, რომელიც ხელისუფლებაშია დღეს მოსული. […]