123ru.net
Radiotavisupleba.ge
Сентябрь
2023

ბლინკენი ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქს უწოდებს, რომელიც „ეფ-ეს-ბე"-მ გამოიყენა ქართულ პოლიტიკაზე ზემოქმედებისთვის

0
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი განცხადებას აქვეყნებს  რუსეთის უკანონო შეჭრასთან დაკავშირებით 150-ზე მეტი ბიზნესმენისა და სუბიექტისთვის სანქციების დაწესების შესახებ. სიაში მოხვდა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. 


როგორც ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი, დღევანდელი ქმედების ფარგლებში, აშშ-ის მთავრობა მიზანში იღებს პირებსა და სუბიექტებს, რომლებიც ჩართულნი არიან სანქციების თავის არიდებასა და გვერდის ავლაში, მათ, ვინც ხელს უწყობს რუსეთს, რათა ჰქონდეს უნარი, აწარმოოს ომი უკრაინის წინააღმდეგ და მათ, ვინც პასუხისმგებელნი არიან რუსეთის მომავალი ენერგეტიკული წარმოების გაძლიერებაზე.


ბლინკენის განცხადებაში დაზუსტებულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებს უწესებს 70-ზე მეტ სუბიექტსა და ფიზიკურ პირს, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთის ენერგეტიკული წარმოებისა და ექსპორტის შესაძლებლობების გაფართოებაში, რუსეთის მეტალის და სამთო სექტორებში ოპერირებაში და რუს ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს საერთაშორისო სანქციების თავიდან აცილებაში.


სახელმწიფო მდივანი განცხადებაში ცალკე გამოყოფს ოთარ ფარცხალაძის საკითხს და მას ქართველ-რუს ოლიგარქს უწოდებს. 


„სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ასახელებს რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ერთ ოფიცერს და ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს, რომლებიც „ეფ-ეს-ბე"-მ გამოიყენა, რათა ზემოქმედება მოეხდინათ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ. გარდა ამისა, დეპარტამენტი განსაზღვრავს უამრავ სუბიექტს, რომლებიც აწარმოებენ და ასრულებენ რუსული იარაღის სისტემებს, მათ შორის კალიბრის საკრუიზო რაკეტას, რომელსაც რუსული ძალები იყენებენ ქალაქებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ უკრაინაში, და „ვაგნერის" ჯგუფთან კავშირში მყოფ ინდივიდს, რომელიც მონაწილეობს დემოკრატიული ხალხის საბრძოლო მასალის გადაზიდვაში. კორეის რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციას", - აცხადებს ენტონი ბლინკენი.


პარალელურად, სახაზინო დეპარტამენტი აწესებს თითქმის 100 სანქციას რუსეთის ელიტასა და მის ინდუსტრიულ ბაზაზე, ფინანსურ ინსტიტუტებსა და ტექნოლოგიების მომწოდებლებზე, მათ შორის „ვაგნერის" ჯგუფის ერთი ოფიციალური პირის მიმართ, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რუსეთის მავნე საქმიანობის განვითარებისთვის.


როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები და პარტნიორები გაერთიანებულნი არიან, რათა მხარი დაუჭირონ უკრაინას რუსეთის არაპროვოცირებული, გაუმართლებელი და უკანონო ომის ფონზე. „ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით რამდენიც დასჭირდება", - აღნიშნულია განცხადებაში. 





აშშ-მა სანქციები დაუწესა 150-ზე მეტ ბიზნესმენს და სხვა სფეროს წარმომადგენელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით რათა ხელი შეუშალოს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინის წვდომას ტექნოლოგიებსა და ფინანსურ არხებზე, რომლებიც უკრაინაში ომის გასაგრძელებლად ეხმარება. სანქციების ამ სიაში მოხვდა ოთარ ფარცხალაძე.





საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში მოხსენიებულია, როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი.






აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები უწესდება საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ. ის რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის, მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობისთვის ან საქმიანობისთვის მოხვდა სიაში და ფლობს საკონსულტაციო კომპანიებში შპს MOSCOW BUSINESS BROKERAGE- სა შპს INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION-ში 50 პროცენტიან წილს ალექსანდრ ონიშჩენკოსთან ერთად. ონიშჩენკო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერია.


დოკუმენტის თანახმად, სავარაუდოდ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერი ონიშჩენკო დაეხმარა "თანამოაზრე" ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და შესაძლოა რუსეთის მოქალაქეობის მიღებაშიც. ფარცხალაძეს "სრულად აქვს მიღებული რუსული იდენტობა და რეგულარულად მგზავრობს რუსეთში".


ონიშჩენკო და უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს "ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოხდენაში იყენებენ". დოკუმენტში წერია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო ონიშჩენკოსა და ФСБ-სთან კავშირით.




ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორი იყო 2013 წლის ნოემბრიდან-დეკემბრამდე.


2017 წლის 12 მაისს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსს, ლაშა თორდიას თავს დაესხნენ. მთავარი აუდიტორი ყოფილი მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ადანაშაულებდა და აცხადებდა, რომ თავდასხმა უკავშირდებოდა მის სამსახურებრივ მდგომარეობას.


ყოფილი მთავარი პროკურორი რამდენიმე დღის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარის მოწოდების შემდეგ დაკითხეს საგამოძიებო უწყებაში. საბოლოოდ, 2021 წლის იანვარში საქალაქო სასამართლომ ძალადობაში ბრალდებული ყოფილი პროკურორი გაამართლა.


2022 წლის სექტემბერში უკრაინამ ფარცხალაძე ქართულ პოლიტიკურ ელიტასთან ასოცირებული 15 ადამიანის სიაში დაამატა. უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს (NACP) მხარდაჭერილ ვებგვერდზე - „ომი და სანქციები“ ეწერა, რომ ფარცხალაძე არის „საქართველოს სახელმწიფოს ოლიგარქიული მმართველობისა და ხელში ჩაგდების ერთ-ერთი მონაწილე“, მილიარდერის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის "ნდობით აღჭურვილი პირი".


5 აპრილს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, სანქციები დაეწესებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის მიმართ. ესენი არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება არა მხოლოდ ამ მოსამართლეებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც.





Загрузка...


Губернаторы России
Москва

Сергей Собянин рассказал, как 3D-технологии помогают столичным медикам


Спорт в России и мире
Москва

Подведены итоги конкурса «Мы верим твердо в героев спорта»


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Камилла Рахимова вышла во второй круг WTA-1000 в Пекине, обыграв Кимберли Биррелл


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Москва подготовила аналитическое исследование «Климатическая повестка городов России»





Путин в России и мире
Москва

Загрутдинов: 90% компонентов на стройке нового кампуса МГТУ импортозаместили


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко назвал условие, при котором Минск применит ядерное оружие




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Зеленский отреагировал на выделение нового пакета военной помощи от США


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Елена Волкова

Поэт из Ростовской области победила во Всероссийском конкурсе «Мы верим твердо в героев спорта»



Москва

Для жителей Лосино-Петровского запущена допсхема движения маршрута № 371

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net