123ru.net
Radiotavisupleba.ge
Сентябрь
2023

ასზე მეტი ქართველი მწერალი, მთარგმნელი და გამომცემელი აპროტესტებს მოსკოვში საბავშვო ლიტერატურულ ფესტივალში მონაწილეობას

0
ქართველი მწერლების, მთარგმნელების, გამომცემლების, ილუსტრატორების და ლიტერატურის სფეროში დასაქმებული ადამიანების ნაწილი მოსკოვის საბავშვო ფესტივალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 


როგორც განცხადების ხელმომწერები აღნიშნავენ, ქართული ლიტერატურული საზოგადოებისა და განსაკუთრებით საბავშვო მწერლებისთვის მიუღებელია მოსკოვში დაგეგმილ საბავშვო ლიტერატურულ ფესტივალში მონაწილეობდა. განცხადების თანახმად, დსთ-ის ქვეყნების მწერლებთან და ლიტერატორებთან ერთად, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს წარმომადგენლებიც.


„ფაქტი, რომ  მოსკოვი და რუსეთის დამნაშავე რეჟიმი, რომლის სისხლიან პოლიტიკას  სხვადასხვა დროს  საქართველოს არაერთი მოქალაქე ბავშვი ემსხვერპლა და რომელიც ამჟამად უკრაინაში მიმდინარე ომში ისევ ბავშვებს კლავს, საბავშვო წიგნის ფესტივალს მართავს, ზედმიწევნით ცინიკურია და მასში მონაწილეობის მიღება ყველაზე ბნელი და ძალადობრივი რეჟიმის, ბავშვთა მკვლელების მხარეს დგომაა.  


ქართველი საბავშვო მწერლები გმობენ ამ ფესტივალში მონაწილეობის მიღებას, ხოლო ქართული ლიტერატურული საზოგადოება მოითხოვს, გაირკვეს რომელი ორგანიზაცია მონაწილეობს მასში ჩვენი სახელმწიფოს, საქართველოს სახელით. ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის კერძო კომპანია, დამოუკიდებელი ორგანიზაცია თუ სახელმწიფო სტრუქტურა. ოკუპანტ ქვეყანაში, მსგავს ფორუმებზე, საქართველოს სახელით, არ უნდა მონაწილეობდეს არცერთი შემოქმედებითი გაერთიანება. მიგვაჩნია, რომ ეს არის იმ უმძიმესი პროცესის დასაწყისი, როდესაც  ოკუპანტი ქვეყანა გადადის ჩვენი ქვეყნის დაპყრობისა და დამორჩილების საშიშ ეტაპზე და ცდილობს მის მიერ  შექმნილი და დაფინანსებული  ორგანიზაციებით, მედიასაშუალებებითა და ბინძური პროპაგანდისტული ძალებით, საქართველო წარადგინოს სხვადასხვა სახელოვნებო სივრცეებში, ჯერ  თავად რუსეთში, ხოლო შემდეგ – საერთაშორისო  პლატფორმებზე", - ვკითხულობთ განცხადებაში. 


ხელმომწერები რამდენიმე მოტხოვნას აყენებენ:


საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ ის კატეგორიულად ემიჯნება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის  ყველა მსგავს ინიციატივას და გმობს მასში საქართველოს, როგორც სახელმწიფოებრივ, ისე ინდივიდუალურ დონეზე მონაწილეობას;


გამოიძიოს ფონდ „აზბუკას“ წარმომავლობა, საქმიანობა და მიზნები;


დაადგინოს და საზოგადოებას დეტალურად აცნობოს იმ სახელოვნებო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც  რუსული ფულით ფინანსდებიან და  ოკუპანტი ქვეყნის რეჟიმის პროპაგანდას ემსახურებიან. 


მოვითხოვთ, დაიბლოკოს ყველა მსგავსი, მოღალატეობრივი ინიციატივა. 


საქართველოს კანონმდებლობით ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რუსეთი განსაზღვრულია, როგორც ოკუპანტი ქვეყანა და ჩვენ მოვითხოვთ ამ კანონის უმკაცრესად დაცვას.




განცხადებას ხელს აწერენ: 


1. გვანცა ჯობავა


2. ირაკლი კაკაბაძე (იაკი კაბე)


3. ზვიად კვარაცხელია


4. მაია კუდავა


5. ირინე ჭოღოშვილი


6. გაგა ნახუცრიშვილი


7. ბესო სოლომანაშვილი


8. ზურა პაპიაშვილი


9. ქეთი ნიჟარაძე


10. ირაკლი ლომოური


11. ნათია ორმოცაძე


12. კატო ჯავახიშვილი


13. თამრი ფხაკაძე


14. ბელა ჩეკურიშვილი


15. დოდო ყვავილაშვილი


16. მარი ბექაური


17. ნიკოლოზ აგლაძე


18. დიანა ანფიმიადი


19. მანანა მათიაშვილი


20. ია ჯინჭარაძე


21. მაიკო დანელია


22. ნანა აბულაძე


23. მაშო სამადაშვილი


24. თინა მამულაშვილი


25. ლელა დუმბაძე


26. ლუკა ბაქანიძე


27. ბექა ქურხული


28. მაია ალუდაური


29. ნინო ნადირაძე


30. ნათია გიორგაძე


31. ნინო სურამელაშვილი


32. ლელა კოდალაშვილი                              


33. შოთა იათაშვილი


34. თამთა მელაშვილი


35. მაგდა ნოვაკოვსკა


36. თაკო ლონდარიძე


37. ეკატერინე ტოგონიძე


38. ნუკრი ბერეთელი


39. ნანა გოგოლაშვილი


40. გიო ლომიძე


41. ნატო დავითაშვილი


42. პაატა შამუგია


43. ლანა კალანდია


44. ნატო გორდელაძე


45. ნესტან-ნენე კვინიკაძე


46. რატი მუჯირი


47. ანა ჯავახიშვილი


48. ხათუნა თავდგირიძე


49. ია ვეკუა


50. დალილა გოგია 


51. ლექსო ქურხული


52. თამარ ფოლადაშვილი


53. ქეთევან ყანჩაშვილი


54. თორნიკე სიბაშვილი


55. რუსუდან რუხაძე


56. ნატო კვარაცხელია


57. რატი ამაღლობელი


58. შალვა ბაკურაძე


59. ნუკა ღამბაშიძე


60. ირმა მალაციძე 


61. კოკა ქამუშაძე


62. თეონა დოლენჯაშვილი


63. ნინო კიკნაძე


64. გიო ჯინჭარაძე


65. არჩილ ქიქოძე


66. ლიმერ გრიგოლია


67. რეზო გეთიაშვილი


68. ელენე ჯაფარიძე


69. მაია ლიპარტელიანი


70. თამარ კორკოტაშვილი


71. ბექა ადამაშვილი


72. მარინა ცხადაია


73. თაკო ბაქრაძე


74. ბუბა კუდავა


75. ანდრო დადიანი


76. მედეა იმერლიშვილი


77. ინა არჩუაშვილი


78. ლელა ცუცქირიძე 


79. ქეთი ქანთარია


80. თათია ნადარეიშვილი


81. ელისო ჩუბინიშვილი


82. ნინი ბუკია


83. ზაალ ანდრონიკაშვილი


84. ნატალია ტროხიმი


85. ლევან ბერძენიშვილი


86. გიორგი ჯინჭარაძე


87. მადონა ელიაშვილი


88. მარიამ წიკლაური


89. შორენა ლებანიძე


90. ტორესა მოსი


91. ლაშა ბუღაძე


92. ნატო ალხაზიშვილი


93. მამუკა ტყეშელაშვილი


94. ვასო გულეური


95. მერაბ ფიფია


96. მაკა ლდოკონენი


97. გიორგი შონია


98. მათე სარალიშვილი


99. ანა ყიასაშვილი


100. იუნონა გურული


101. თამარ კვიჟინაძე


102. ნინო ჯიჯავაძე


103. თაკო კიკვაძე


104. მიხეილ ციხელაშვილი


105. თეკლა ქველაძე


106. მაკა კასრაძე


107. მაია ცირამუა


 


მოსკოვში ბავშვთა და მოზარდთა წიგნების საერთაშორისო ფორუმი იმართება სახელწოდებით „საბავშვო ლიტერატურის ენაზე: თანამშრომლობა დსთ-ს ქვეყნებსა და საქართველოს შორის საბავშვო ლიტერატურისა და კითხვის სფეროში“.


ღონისძიების ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ფორუმში მონაწილეობას იღებენ თბილისის კულტურის ცენტრის „Азбука“-ს წარმომადგენლები. კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორი ნინო ჯაფარიძე და განათლების ფსიქოლოგი ნანა ხოტივრიშვილი არიან.


„Азбука“-ს ვებსაიტის თანახმად, ის არის რუსული ენის ცენტრი, ცენტრის პარტნიორებს შორისაა საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექცია.


„ცენტრის მთავარი მიზანია რუსული ენის გავრცელება ენის კურსების საშუალებით, ასევე ლიტერატურული საღამოების, სხვადასხვა სახის ღონისძიებების, კონკურსებისა და მასტერკლასების მოწყობა“, - ნათქვამია „აზბუკას“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.


რუსეთის სახელმწიფო საბავშვო ბიბლიოთეკის დირექტორის მარია ვედენიაპინას თქმით, ღონისძიებაში საქართველო პირველად იღებს მონაწილეობას.





Загрузка...


Губернаторы России
Москва

Сергей Собянин рассказал, как 3D-технологии помогают столичным медикам


Спорт в России и мире
Москва

Подведены итоги конкурса «Мы верим твердо в героев спорта»


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
ATP

Алибек Качмазов поднялся на 73 позиции в рейтинге ATP, достигнув 179-го места


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Под Симферополем продолжается строительство нового крупного микрорайона





Путин в России и мире
Москва

Загрутдинов: 90% компонентов на стройке нового кампуса МГТУ импортозаместили


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Александр Лукашенко анонсировал название для 2025 года и всей пятилетки, у студентов было другое предложение




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Байден анонсировал поставку Киеву дальнобойных ракет


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Фрэнк Синатра

СМИ: съёмки фильмов Мартина Скорсезе про Иисуса Христа и Фрэнка Синатру перенесли на неопределённый срок



Москва

Под Симферополем продолжается строительство нового крупного микрорайона

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net