123ru.net
Radiotavisupleba.ge
Июль
2023

ბასილაშვილის სააპელაციო საქმის განხილვა სრულდება, ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვა თქვეს

0
ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ სააპელაციო საქმის განხილვა ბოლო ეტაპზეა. 7 ივლისის სხდომაზე მისმა ადვოკატებმა კიდევ ერთხელ შეაჯამეს ყველა არგუმენტი და მტკიცებულება.


ადვოკატების დღევანდელი დასკვნითი სიტყვა, რაც 3,5 საათს გაგრძელდა, სრულად თქვა ჩოგბურთელის სამი ადვოკატიდან ერთ-ერთმა, თეონა გვაზავამ. მან, ძირითადად გაიმეორა ის, რაც გასული წლის ოქტომბერში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, დასკვნითი სიტყვის დროს ჩამოაყალიბა.


ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს მიმართა, რომ ძალაში დატოვოს ჩოგბურთელის გამამართლებელი განაჩენი, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების, ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.


ადვოკატის დასკვნით სიტყვის მთავარი ხაზი იყო, მოსამართლე დაერწმუნებინა დაზარალებულად ცნობილი ქალის, ნელი დოროყაშვილის მონათხრობის არასანდოობაში.


"რატომ უნდა დამდგარიყო გამამართლებელი განაჩენი აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე? პირველ რიგში იმიტომ, რომ სანდოობის ტესტის დაცვა ფიზიკურად შეუძლებელი იყო, ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციების მოწოდების ფონზე. სანდოობის ტესტის დაცვა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე არის ქვაკუთხედი, ვინაიდან ოჯახში ძალადობას, როგორც წესი, არ ახასიათებს მოწმეები და უნდა ვენდოთ დაზარალებულს", - თქვა თეონა გვაზავამ და ფსიქოლოგიური, ფიზიკური და ეკონომიკური ძალადობის ეპიზოდები ხელახლა, დეტალურად მოჰყვა.


დღევანდელ სხდომაზე, ჩოგბურთელის დაცვამ მოსამართლეს მათი ახალი არგუმენტიც გააცნო. იმის სადემონსტრაციოდ, რომ ნელი დოროყაშვილისთვის ჩოგბურთი და ამ სპორტთან დაკავშირებული მოგონებები ტრავმის წყარო არ არის, როგორც ამას დაზარალებული ამბობდა, აჩვენეს ფოტო და ვიდეო, რომელიც, ადვოკატის თქმით, ქალის ინსტაგრამზე ნახეს.


"მან [ნელი დოროყაშვილმა] გვითხრა შემდგეი რამ: ჩოგბურთთან დაკავშირებით ინფორმაცია ჩაკეტა, არაფერი არ იცის. რატომ? იმიტომ, რომ ჩოგბურთი მისთვის მატრავმირებელი გარემოებაა. შესაბამისად, ვინაიდან ნიკოლოზ ბასილაშვილი არის ჩოგბურთელი და მისი ცხოვრება უკავშირდება ჩოგბურთს, ჩოგბურთთან დაკავშირებით ყველაფერი დაივიწყა, წესები, რეიტინგები...", - ამბობს ადვოკატი თეონა გვაზავა, ეკრანს რთავს და აგრძელებს:


"საჯარო ინფორმაციაა, ბატონო მოსამართლე, ნელი დოროყაშვილის ინსტაგრამ სთორი...". პროკურორის ზურგს უკან დამაგრებულ დიდ ეკრანზე ჩნდება ფოტო, შემდეგ კი ვიდეო, რომელსაც ადვოკატი აღწერს: "ჩოგბურთს თამაშობს [ნელი] აქტიურად, ის დღესაც ჩოგბურთითაა დაკავებული".


დასკვნით სიტყვაში იმ მასალის გამოყენება, რაც მანმადე გამოკვლეული არ იყო პროკურორმა გააპროტესტა. "მტკიცებულება, რაც გამოკვლეული არ გვაქვს, პირველი შემთხვევა არ არის [რაც ასეთ მასალას გვაჩვენებთ სასამართლოში]..." - ამბობს პროკურორი, პარალელურად კი ვიდეოს გრძელდება. "თუ შეიძლება, შეაჩერეთ, ეს სათამაშო ხომ არ არის?! ვაყენებ პროტესტს. თუ უბრალოდ გვინდა, რომ მოსამართლემ თვალი შეავლოს, რა დამოკიდებულებაა? რაც არის გამოკვლეული ის წარადგინოს. ეს რა არის, ვერ ვხვდები, რა ჩანაწერია, არ არის ავთენტური. ეწინააღმდეგება კანონს. გთხოვთ, მოუწოდოთ დაცვის მხარეს, არ გამოიყენოს", - უთხრა პროკურორმა მოსამართლე მაია თეთრაულს, რის შემდეგაც ჩანაწერი გათიშეს.




პროკურორმა ნათია გურულმა თავისი დასკვნითი სიტყვა გასულ სხდომაზე, 28 ივნისს თქვა. ამავე დღეს გამოკითხეს ბასილაშვილის ყოფილი ცოლი, დაზარალებული ნელი დოროყაშვილი. მან მოსამართლე მაია თეთრაულს 2018 წელს, ნიუ-იორკის ერთ-ერთ სასტუმროში გადაღებული ვიდეოს დედანი საკუთარი ტელეფონში აჩვენა, სადაც, მისი თქმით, უკეთ ისმის ხმა და ჩანს ბასილაშვილის მხრიდან ძალადობა. ხელახალი გამოკითხვისას მან ემოციურად მიმართა მოსამართლეს, რომ ის გაასამართლეს ყოფილი ქმრის ნაცვლად, მიუხედავად იმისა, რომ "ძალადობის კადრები არსებობს":


"მე რატომ გამასამართლეთ ნიკოლოზის მაგივრად? ძალიან დიდ ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ მე ვარ შეწუხებული, რადგან მე გამასამართლეს ნიკოლოზის მაგივრად. ნიკოლოზს შეუქმნეს ყველანაირი კომფორტი, მე, მისი შვილის დედას, მე, რომელიც მის ბავშვს ვზრდი და აქ დავდივარ 5 წელია, ვამტკიცებ, როგორ დამარტყა ჩანთა".


ამავე სხდომაზე პროკურორმა ნათია გურულმა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს უთხრა, რომ წინა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება "გარკვეულწილად, მიკერძოებული" იყო:


"ძალიან მნიშვნელოვანია, შევაფასოთ არა ის, როგორი რძალი იყო ნელი დოროყაშვილი, როგორი ცოლი იყო, როგორ მოგწონს მისი ფრაზები, რა მოგწონს მის გარეგნობაში და ა.შ., არამედ უნდა შევაფასოთ, ნიკოლოზ ბასილაშვილის ქმედება იყო თუ არა დანაშაულებრივი... გთხოვთ, რომ მტკიცებულებების საფუძველზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გააუქმოთ და მის ნაცვლად დაადგინოთ გამამტყუნებელი განაჩენი და სასჯელის მიზნების რელევანტური სასჯელი შეარჩიოთ მის მიმართ".




განაჩენის გამოცხადებამდე მოსამართლემ მხარეების რეპლიკები უნდა მოისმინოს. მომდევნო სხდომა 11 ივლისს, 10:00 საათზე გაიმართება, უცნობია, ისარგებლებს თუ არა ნიკოლოზ ბასილაშვილი დასკვნითი სიტყვით.


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა საქართველოს პირველი ჩოგნის, ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ ძალადობის საქმეს თითქმის ორი წელი განიხილავდა. მრავალთვიანი განხილვებისა და მოწმეთა დაკითხვის შემდეგ, 2022 წლის 21 ოქტომბერს მან ნიკოლოზ ბასილაშვილის გამამართლებელი განაჩენი გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებითვე გაუქმდა ჩოგბურთელის წინააღმდეგ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - 100-ათასლარიანი გირაო.

 


ნიკოლოზ ბასილაშვილი პოლიციამ, ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით, 2020 წლის 22 მაისს დააკავა. 24 მაისს სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად 100-ათასლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა. მას ბრალი (სსკ-ის 126¹-ე მუხლი) არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.


ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრალს არ ეთანხმება და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.





Загрузка...


Губернаторы России
Москва

Мэр Москвы Собянин заявил, что МЦД продлят в Тульскую область


Спорт в России и мире
Москва

Подведены итоги конкурса «Мы верим твердо в героев спорта»


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
ATP

Янник Синнер не приедет на турнир ATP-500 в Вену


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Под Симферополем продолжается строительство нового крупного микрорайона





Путин в России и мире
Москва

Путин на совещании Совбеза заявил об уточнении ядерной доктрины России


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Александр Лукашенко анонсировал название для 2025 года и всей пятилетки, у студентов было другое предложение




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Человек-скандал: Все яйца Зеленского — в корзине Камалы Харрис


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Елена Волкова

В Москве ежегодно состоялся юбилейный, всероссийский, патриотический гала-концерт «Проза и поэзия» «Россия - семья семей»



Москва

Церемония награждения премии «Проксима» пройдет 7 октября

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net