123ru.net
Radiotavisupleba.ge
Май
2023

გავრილოვმა დაუშვა, რომ ავიამიმოსვლის აღგდენის შემდეგ საქართველოში ჩამოვა

0
რუსეთის სახელმწიფო დუმის „კომუნისტი" დეპუტატი სერგეი გავრილოვი გამოეხმაურა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისების აკრძალვის გაუქმებისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნის შესახებ. როგორც გავრილოვი ამბობს, ეს გადაწყვეტილება ათასობით ქართველს სურდა.


„ეს უნდოდა ათასობით ქართველს, ეს ხომ ხელს უწყობს ტურისტული კონტაქტების გაფართოებას და ახალგაზრდულ გაცვლას, სავაჭრო პროცედურების გამარტივებას, მთელი რიგი საინვესტიციო პროექტების განბლოკვას, რეალიზაციას, რომელიც დააკავშირებს რუსეთს და საქართველოს საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორის ფარგლებში „ჩრდილოეთი - სამხრეთი“ და გაამყარებს ევრაზიული ინფრასტრუქტურის დერეფნის ქსელს“, - თქვა გავრილოვმა რუსულ გამოცემა Life.ru-სთან.


გავრილოვი ამბობს, რომ თვითონ ჯერ არ გეგმავს საქართველოში ჩამოსვლას, მაგრამ მოსკოვში ელოდება ქართველ კოლეგებს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან.


„თუმცა სამომავლოდ ვუშვებ შესაძლებლობას საქართველოში ჩამოვიდე, ჩემი წინაპრების საფლავების მოსანახულებლად, რომლებიც ჩვენს ქვეყანას იცავდნენ დიდი სამამულო ომის წლებში“, - დაამატა გავრილოვმა.


პუტინის გადაწყვეტილების შესახებ დაწერა კრემლის ტელეკომპანია RT-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა ტელეგრამში.


„პრეზიდენტი, რომელიც ჩვენს სამშვიდობოებს თავს დაესხა, თავად ქართველებმა დააპატიმრეს, არ შეუერთდნენ სანქციებს, არ გახსნეს მეორე ფრონტი, თუმცა თირკმელებში საკმაოდ ძლიერად ურტყამდნენ, რომ გაეხსნათ. ასე თუ გაგრძელდა, მომავალ 9 მაისს ჩამოვლენ კიდეც",  - აღნიშნა სიმონიანმა. მან დაამტა: „ჯერ კიდევ გუშინ განვიხილავდით, რომ საქართველო ახლა ისე სწორად იქცევა, რომ დროა აღდგეს საჰაერო მიმოსვლა და უვიზო რეჟიმი და აჰა, დააბრუნეს. ძალიან სწორია". 


სიმონიანი დარწმუნებულია, რომ „მოსკოვის ქართული რესტორნები დღეს გადაჭედილი იქნება“. მან ასევე კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სიტყვებზე, რომელმაც პუტინის გადაწყვეტილებას „რუსული პროვოკაცია“ უწოდა.


„საქართველოს პრეზიდენტი დაახლოებით ისეთივე ავტორიტეტია, როგორიც რუსეთის ვიცე-პრეზიდენტი,“ - აღნიშნა სიმონიანმა.


სწორედ სერგეი გავრილოვთან დაკავშირებულ მოვლენების შემდეგ აკრძალა რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა. 2019 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტში იმართებოდა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომა, რომლის თავმჯდომარეც იყო რუსეთის დუმის „კომუნისტი" დეპუტატი, სერგეი გავრილოვი. მას ქვეყანაში შემოსვლის დროს პრობლემა არ შეჰქმნია.


იმ დღეს, 19 ივნისს დილით მან სხდომის წაყვანის დროს პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაიკავა, რასაც ათასობით ადამიანის პროტესტი მოჰყვა. აქცია ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაშალა.


დღეიდან, 10 მაისიდან, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გააუქმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილებაც - 2019 წლის ივნისში გამოცემული ბრძანებულება, რომლითაც აიკრძალა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები.






საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას ითხოვს. რუსეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ, მან ადმინისტრაციის შენობაში ბრიფინგი გამართა.







საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა.
2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.
2019 წლის ზაფხულიდან, პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები ივნისში დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.





Загрузка...


Губернаторы России
Москва

Сергей Собянин заявил о продлении наземного метро Москвы в Тульскую область


Спорт в России и мире
Москва

Танцевальный день «Двигайся в такт» от спортивного клуба «Колибри» в ТРЦ «Нора»


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
ATP

Янник Синнер не приедет на турнир ATP-500 в Вену


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

В ЖК «Детали» установят пассажирские лифты энергоэффективности класса «А»





Путин в России и мире
Москва

Путин изменил ядерную доктрину: Россия готова жестко ответить на удары по ее территории


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Как только НАТО нападет на Беларусь, будет применено ядерное оружие – Лукашенко




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Зеленский отреагировал на выделение нового пакета военной помощи от США


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Фёдор Шаляпин

Шаляпин Плёс // На подступах к даче певца остановили застройку



Москва

Столица представила аналитический доклад по климатической повестке городов России

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net