123ru.net
Radiotavisupleba.ge
Сентябрь
2021

Новости за 16.09.2021

ნარკოტესტზე უარით გახარიამ ხელი მოაწერა თავის პრობლემებს ნარკომანიასთან დაკავშირებით - ამბობს კობახიძე

Radiotavisupleba.ge 

პარტია „ქართული ოცნების“  თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტია „საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიამ  ნარკოლოგიურ შემოწმებაზე უარით  „პრაქტიკულად ხელის მოწეაა მის ნარკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით". ამის სესაბ კობაიძემ მედიასთან საუბარსი განაცხადა შესაბამისაი კითხვის პასუხად და თან იმედი გამოთვქ, რომ ამ საკითხე ბოლოჯერ უწევს საუბარი.  „რეალურად, ძალიან მარტივი ინიციატივა წარმოადგინა კახი კალაძემ, რომელიც უკავშირდებოდა ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას. მიუხედავად იმისა... Читать дальше...

ჯანდაცვის პანამერიკულმა ორგანიზაციამ წარმოებაში დარღვევების გამო შეაჩერა რუსული ვაქცინის, Sputnik-V-ის დამტკიცება

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსის საწინააღმდეგო, რუსული წარმოების ვაქცინის, Sputnik V-ის დამტკიცება მისი მწარმოებელი ფაბრიკის ხელახალ შემოწმებამდე შეჩერდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO) - იუწყება ორგანიზაციის პანამერიკული დანაყოფის ხელმძღვანელის მოადგილე, ჟარბას ბარბოსა.  "ვაქცინების შემქმნელებმა უნდა დაამტკიცონ, რომ ადგილები, სადაც მათ აწარმოებენ, პასუხობს წარმოების საჭირო  სტანდარტებს. რაც ეხება ვაქცინა Sputnik V-ის სასწრაფო წესით გამოყენების დამტკიცების პროცესს, ის შეჩერებულია, რადგან შემოწმებისას ამ ვაქცინის... Читать дальше...

„მთავარი არხის“ ოპერატორი: გადმომაგდეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით

Radiotavisupleba.ge 

„მთავარი არხის“ ოპერატორი, ლევან აბლოთია, რომელიც 15 სექტემბერს ქარელში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ საავადმყოფოდან ბინაში გაწერეს, მედიასთან ამბობს, რომ იგი „ქართული ოცნების“ ქარელის ოფისის მეორე სართულიდან გადააგდეს. "გამოვარდა, დაახლოებით, არ მახსოვს 4 თუ 5 ადამიანი, ზოგი უკნიდან კამერის წართმევას ცდილობდა, ზოგი წინიდან და ვარიდებდი თავს, როგორც ხდება ხოლმე წესით და უკან-უკან მივდიოდი იმიტომ, რომ მინდოდა, რომ დისტანცია მქონოდა, აგრესორ ადამიანსა და ჩემს შორის დისტანცია მინდოდა ყოფილიყო... Читать дальше...



ევროპარლამენტი: ევროკავშირი მზად უნდა იყოს არ აღიაროს რუსეთის არჩევნები

Radiotavisupleba.ge 

ევროპის პარლამენტმა ოთხშაბათს დაამტკიცა ევროკომისიისთვის და ევროსაბჭოსთვის განსაზღვრული რეკომენდაციები რუსეთთან ურთიერთობის საკითხებზე. დოკუმენტი მოიცავს მწვავე ფორმულირებებს რუსეთის ხელისუფლებასთან მიმართებით, სანქციების გამკაცრების მოთხოვნებს და ასევე საუბარს სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების შედეგის შესაძლო არაღიარების შესახებ. დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და მისი შესრულება სავალდებულო არ არის.  კენჭისყრის შედეგები ხუთშაბათს გახდა ცნობილი. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 494-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 103, თავი შეიკავა 72-მა. Читать дальше...

გალის სკოლებში ქართული ენის აკრძალვით განათლების სამინისტრო შეშფოთებულია

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე. ამის შესახებ საუბარია სამინისტროს მიერ გავრცეელბულ განცხადებაში. „ჩვენთვის უკიდურესად მიუღებელია გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების უხეში დარღვევა, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად ნორმებსა და პრინციპებს... Читать дальше...

რუსეთის და ჩინეთის ხელმძღვანელობით მოქმედი უსაფრთხოების გაერთიანებები ავღანეთზე იმსჯელებენ

Radiotavisupleba.ge 

უსაფრთხოების სფეროში რუსეთისა და ჩინეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ორი რეგიონული ბლოკი ემზადება თავ-თავიანთი სამიტებისთვის, რომლებიც მიმდინარე კვირაში, ტაჯიკეთის დედაქალაქში გაიმართება, ავღანეთში თალიბანის მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ შექმნილ ვითარებაზე სასაუბროდ.  16 სექტემბერს გაიმართება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO, ОДКБ) შეხვედრა, შემდეგ დღეს კი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია (SCO) შეიკრიბება. მოსკოვი და პეკინი ცდილობენ ხაზი გაუსვან რეგიონში უმთავრესი მოთამაშის თავ-თავიანთ როლს... Читать дальше...

ქარელში მომხდარი მმართველი პარტიის აგრესიული პოლიტიკის შედეგია - კოალიცია "მედია ადვოკატირებისთვის"

Radiotavisupleba.ge 

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” გმობს“მთავარი არხის” ოპერატორის ლევან აბლოთიას და ჟურნალისტის ბექა ყორშიას მიმართ გამოვლენილ ძალადობას.  ორგანიზაცია ქარელში მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კოალიციაში მიიჩნევენ, რომ 15 სექტემბერს ქარელში "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფის შეზღუდვა და ოპერატორის დაზიანება ასევე მოიცავს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ნიშნებს, რაც გამოძიების პროცესში გასათვალისწინებელი გარემოებაა. „კოალიცია ქარელში მომხდარ შემთხვევას მმართველი პარტიის აგრესიული პოლიტიკის შედეგად მიიჩნევს. Читать дальше...

6 თვის განმავლობაში, საქართველოში სრულად აიცრა მოზრდილი მოსახლეობის 23%

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, 15 სექტემბერს კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 25 150 ადამიანი. საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ბოლო 6 თვის განმავლობაში გაკეთებულია 1 589 024 აცრა. ერთი დოზით ვაქცინირებულია 928 192 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 32.5%. სრულად ვაქცინირებულია 660 832 - მოზრდილი მოსახლეობის 23.1%. ეპიდემიოლოგების თანახმად, ე.წ. საზოგადოებრივი იმუნიტეტისთვის საჭიროა, აცრილი იყოს მოზრდილი მოსახლეობის სულ მცირე 60%. Читать дальше...



აშშ, ბრიტანეთი და ავსტრალია თავდაცვის ხელშეკრულებას აფორმებენ, ჩინეთი ამას კრიტიკით ხვდება

Radiotavisupleba.ge 

აშშ-მა, ბრიტანეთმა და ავსტრალიამ გამოაცხადეს, რომ უსაფრთხოების სფეროში ახალ პარტნიორობას იწყებენ, ჩინეთი ამ ნაბიჯს აკრიტიკებს.  აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა 15 სექტემბერს გამოაცხადეს ახალი ხელშეკრულება, რომლის სახელიც იქნება AUKUS. პარტნიორობა შესაძლებელს გახდის თავდაცვის შესაძლებლობების უფრო ფართოდ გაცვლას, მათ შორის ავსტრალიის დახმარებას ბირთვული შესაძლებლობების მქონე წყალქვეშა ხომალდებით.  თანამშრომლობის... Читать дальше...

გაეროს ბავშვთა ფონდი მსოფლიოს ქვეყნებს სკოლების გახსნისკენ მოუწოდებს

Radiotavisupleba.ge 

გაეროს ბავშვთა ფონდის(unicef) მონაცემებით, COVID-19-ის პანდემიის დაწყებიდან 18 თვის შემდეგ, მსოფლიოს ქვეყნების დაახლოებით 27%-ში სკოლები ისევ მთლიანად, ან ნაწილობრივ დაკეტილია. ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ჰენრიეტა ფორეს განცხადებით, სკოლის მიღმა დარჩენას გამოუსწორებელი ზიანის მოტანა შეუძლია. გაეროს ბავშვთა ფონდის შეფასებით, მართალია, დისტანციური სწავლება მილიონობით მოსწავლისთვის ცოდნის მიღების გაგრძელების საშუალებად იქცა, თუმცა, შესაბამის ტექნოლოგიებზე წვდომა ბევრისთვის შეზღუდულია. საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად... Читать дальше...

"მთავარი არხის" ოპერატორი ლევან აბლოთია კლინიკიდან სახლში გაწერეს

Radiotavisupleba.ge 

“მთავარი არხის“ ოპერატორი, ლევან აბლოთიას, რომელიც ქარელის "ევექსის" კლინიკიდან თბილისის, „ნიუ ჰოსპიტალში“ გადმოყვანის შემდეგ დამატებითი კვლევები ჩაუტარდა, სახლში გაწერეს. "მთავარი არხის" ცნობით" ქარელში, "ქართული ოცნების" შტაბში მომხდარი თავდასხმის შედეგად, მას მოტეხილი აქვს მენჯ-ბარძაყი და ნეკნი, დაზიანებული აქვს ხელი და აღენიშნება დაბეჟილობები. ლევან აბლოთია მკურნალობას ბინაში გააგრძელებს. „მთავარი არხის" ცნობით, მათი ოპერატორი ლევან აბლოთია, რომელიც ჟურნალისტ ბექა ყორშიასთან ერთად ქარელის მერობის კანდიდატზე... Читать дальше...

გიორგი გახარია: არავის ეშინია "ქართული ოცნების" მუქარის

Radiotavisupleba.ge 

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან მისი გუნდის წევრების მიერ გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას ამბობს, რომ „არავის ეშინია აი ამ რაღაც მუქარების და ფეხების ბაკუნის“. მისი თქმით, ნაცვლად მინიშნებების გაკეთებისა, უმჯობესია დროზე დაიწყონ გამოძიება: „სამწუხაროდ, "ოცნებას" ამ ბოლო პერიოდში ახასიათებს ყველას ყველაფერი დააბრალოს, რომ როგორმე თავის პასუხისმგებლობას გაექცეს - თან ასე ირიბად დააბრალოს, რომ მერე რო ეტყვი - მაბრალებ? Читать дальше...

საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 2176 ადამიანს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 43 პაციენტი. საერთო ლეტალობის მაჩვენებელი 1.42%-ია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 35 400 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 2 176 შემთხვევა. ბოლო დღე-ღამეში 2 838-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. 16 სექტემბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია: დღიური - 6.15%; ბოლო 7 დღის - 7.21%; ბოლო 14 დღის - 7.46%. 2020 წლის 26 თებერვლიდან... Читать дальше...

თბილისში დაჭრილი ახალგაზრდა კაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

Radiotavisupleba.ge 

ახალგაზრდა კაცი, რომელიც გასულ საღამოს, თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, დღეს დილით გარდაიცვალა ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაში. შეიარაღებული თავდასხმა ფიქრის გორაზე, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მოხდა. 15 სექტემბერს რადიო თავისუფლებას შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს. ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების შემდეგ, საქმის კვალიფიკაცია სავარაუდოდ, შეიცვლება.

ჩინეთში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

Radiotavisupleba.ge 

ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე სიჩუანის პროვინციაში 6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ჩინეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების ცნობით, დაღუპულია სულ მცირე 3 ადამიანი და დაშავებულია 59. ნგრევის მასშტაბის შესახებ ჯერჯერობით არაფერს იუწყებიან. სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. 2008 წლის მაისში, სიჩუანის პროვინციაში, 8 მაგნიტუდის დამანგრეველმა მიწისძვრამ 70 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

შიდა ქართლში პოლიციამ სპეცოპერაცია ჩაატარა

Radiotavisupleba.ge 

შსს-მ შიდა ქართლში სპეცოპერაცია ჩაატარა. წინასწარი ინფორმაციით, გამთენიისას გორსა და ხაშურში დააკავეს რამდენიმე პირი, რომლებსაც სავარაუდოდ, ბრალად ედება „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირი. შსს-ს ოფიციალური ინფორმაცია სპეცოპერაციის მიზნისა და დაკავებულთა შესახებ, ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

საფრანგეთი აცხადებს, რომ ნეიტრალიზებულია "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი

Radiotavisupleba.ge 

ფრანგი სამხედროების მიერ ნეიტრალიზებულია ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი საჰარაში, ადნან აბუ ვალიდ ალ-საჰრაუი. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი წერს ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე. მაკრონის შეფასებით, მიღწეულია ახალი, მნიშვნელოვანი წარმატება საჰელში ტერორისტულ ჯგუფებთან ბრძოლაში. „ისლამური სახელწიფო საჰარაში“ მიჩნეულია საჰელის რეგიონში მომხდარი თავდასხმების უმრავლესობის ორგანიზატორად. აფრიკის ამ რეგიონში, რომელიც რამდენიმე ქვეყნის ტერიტორიას მოიცავს, დისლოცირებულია 5100 ფრანგი სამხედრო. Читать дальше...

SpaceX-მა კოსმოსში გაგზავნა არაპროფესიონალი ასტრონავტების მისია

Radiotavisupleba.ge 

ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა კოსმოსში გაგზავნა მისია, რომელიც მხოლოდ მოყვარული, არაპროფესიონალი ასტრონავტებისგან შედგება. კანავერალის კონცხიდან ხომალდით Dragon-ი ორბიტისკენ გაემგზავრა 4 კოსმოსური ტურისტი - მისიის დამფინანსებელი, 38 წლის ამერიკელი მილიარდერი ჯარედ აიზეკმანი, 29 წლის მედდა ჰეილი არსენო, 51 წლის გეოლოგი სიან პროკტორი და აშშ-ის არმიის ვეტერანი, 42 წლის ინჟინერი კრის სემბროსკი. სამდღიან კოსმოსურ მისიას Inspiration 4-ს საქველმოქმედო მიზანი აქვს - 200 მილიონის შეგროვება მემფისში მდებარე ბავშვთა საავადმყოფოსთვის. Читать дальше...

ჟურნალისტ ბექა ყორშიას თქმით, „ოცნების“ ოფისში ოპერატორს ორმა ადამიანმა ხელი ჰკრა და გადმოაგდო

Radiotavisupleba.ge 

„მთავარი არხის“ ოპერატორის ლევან აბლოთიას საქმეზე ქარელის პოლიციაში დასრულდა ჟურნალისტ ბექა ყორშიას გამოკითხვა, რომელიც „ქართული ოცნების“ ოფისში ოპერატორთან ერთად იმყოფებოდა. ყორშიამ გამოკითხვის შემდეგ „მთავარი არხის“ ეთერში გაიხსენა აბლოთიასთან დაკავშირებულ ინციდენტი. „მოაჯირთან მიგვიმწყვდიეს და ორმა მათგანმა ხელი ჰკრა ლევანს და გადმოაგდო. დაენარცხა ძირს. მე მეგონა, რომ ყველაფერი მორჩა. რამდენიმე წამს თვალებს ვერ ახელდა და მეგონა, რომ გაითიშა. შემდეგ მითხრა, რომ ზურგი სტკიოდა საშინლად და ხელსა და ფეხს ვერ ამოძრავებდა“, - თქვა ბექა ყორშიამ. Читать дальше...

„ოცნების“ ვერსიები სუს-ის ფაილებზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 16 სექტემბერს

Radiotavisupleba.ge 

მოჰყვება თუ არა სუს-ის ფაილების გამოქვეყნებას „ოცნების“ პოლიტიკური ოპონენტების დაკავებები? მეოთხე დღეა, წინასაარჩევნოდ მედიისა და პოლიტიკოსების ფოკუსში სუს-ის ჩანაწერებია. უკვე დაიწყო გამოძიება პროკურატურამ. მიუხედავად იმისა, რომ მასალებში ფიგურანტი არაერთი ადამიანი ადასტურებს რომ ჩანაწერები ნამდვილია, არ დამდგარა ვინმეს პოლიტიკური ან თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა კი ამ დროის განმავლობაში უკვე რამდენიმე ვერსია გააჟღერეს, სადაც ფარული ჩანაწერების კონტექსტში ახენებენ კონკრეტულ პოლიტიკურ ოპონენტებს... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Танцевальный день «Двигайся в такт» от спортивного клуба «Колибри» в ТРЦ «Нора»


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
ATP

Токио (ATP). 1-й круг. Хуркач сыграет с Гироном, Берреттини – с ван де Зандшульпом


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Леонид Черноног: Для создания городов будущего мы стремимся замкнуть партнерскую цепь «градостроитель-производитель лифтов»





Путин в России и мире
Москва

Михаил Котюков: реализация системы мер государственной поддержки местных экспортеров – одно из ключевых направлений нашей работы


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Человек-скандал: Все яйца Зеленского — в корзине Камалы Харрис


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Елена Волкова

В Москве ежегодно состоялся юбилейный, всероссийский, патриотический гала-концерт «Проза и поэзия» «Россия - семья семей»



Москва

Четырехлетний ребенок перемолол пальцы в блендере в Санкт-Петербурге

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net