ვოლოდიმირ ზელენსკი: მხოლოდ დროის საკითხია, როდის განვდევნით ოკუპანტს მთელი ჩვენი მიწიდან
უკრაინის არმია საკმაოდ სწრაფ და ძლიერ წინსვლას აწარმოებს სამხრეთში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
“დღეს წინა ხაზიდან კარგი ამბები არის. პირველი: უკრაინის არმია მიმდინარე თავდაცვითი ოპერაციის ფარგლებში საკმაოდ სწრაფ და ძლიერ წინსვლას აწარმოებს ჩვენი ქვეყნის სამხრეთში. რუსული ფსევდორეფერენდუმისგან მხოლოდ ამ კვირას უკვე რამდენიმე ათეული დასახლებული პუნქტია გათავისუფლებული”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან დააკონკრეტა, რომ საუბარია დონბასზე და ხერსონის, ხარკოვის, ლუგანსკისა დონეცკის ოლქებზე.
“კერძოდ, ხერსონის სამხედრო ცნობებიდან: ოკუპანტისგან გათავისუფლებულია და სტაბილიზირებულია დასახლებული პუნქტები ლიუბიმოვკა, კრეშჩენოვკა, ზოლოტაია ბალკა, ბელიაევკა, უკრაინკა, დიდი და პატარა ალექსანდროვკები და დავიდოვ ბროდი. და ეს შორსაა სრული სიისგან… ჩვენი მეომრები არ ჩერდებიან. მხოლოდ დროის საკითხია, როდის განვდევნით ოკუპანტს მთელი ჩვენი მიწიდან”, – თქვა პრეზიდენტმა.