საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე
5-7 ოქტომბერს საქართველოში შედგება იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ბონი დენის ჯენკინსის ვიზიტი.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი იუწყება, ჯენკინსი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში სიტყვით გამოვა ცენტრალურ აზიისა და კავკასიის რეგიონში ბიოუსაფრთხოების ასოციაციის კონფერენციაზე. ის ილაპარაკებს Covid 19-თან ბრძოლაში მიღებული გამოცდილების შესახებ.
ბონი დენის ჯენკინსს ექნება ორმხრივი შეხვედრები.