123ru.net
World News in Georgian
Сентябрь
2022

ერევანი აცხადებს, რომ მიღწეულია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

0
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით მიღწეულია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. გასულ ღამით, სომხეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში გრიგორიანს არ დაუკონკრეტებია, ვინ მონაწილეობდა ამ პროცესში. აზერბაიჯანის მთავრობას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.


სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 14 სექტემბრის 20:00 საათიდან საბრძოლო მოქმედებები პრაქტიკულად, შეწყდა ყველა მიმართულებით. სამინისტროს პრესმდივანმა არამ ტოროსიანმა სიცრუე უწოდა გავრცელებულ ცნობებს, რომ სომხეთის ზოგიერთი დასახლებული პუნქტი აზერბაიჯანის კონტროლქვეშ მოექცა.


14 სექტემბერს, ღამით ერევანში საპროტესტო აქცია დაიწყო მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები აზერბაიჯანთან სომხეთის ინტერესთა საზიანო შეთანხმების ხელმოწერის შესახებ. პარლამენტთან შეკრებილებმა მოითხოვეს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა.


14 სექტემბერს, დღისით, პარლამენტში გამოსვლისას ფაშინიანმა განაცხადა, რომ მისი პასუხისმგებლობაა მშვიდობის დასამყარებლად რთული გადაწყვეტილებების მიღება, რაც არ ნიშნავს სომხეთის ინტერესთა საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს. ფაშინიანის თქმით, სურთ ხელი მოაწერონ დოკუმენტს, რომლის გამოც შესაძლოა, ბევრმა გააკრიტიკოს, მოღალატე უწოდოს და ხელისუფლებიდან მათი ჩამოშორება გადაწყვიტოს, მაგრამ მადლობელი იქნებიან, თუ ამის შედეგად სომხეთის რესპუბლიკა მიიღებს მყარ მშვიდობას და უსაფრთხოებას 29.8 ათას კვადრატულ კილომეტრზე.


მოგვიანებით ფაშინიანმა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ არანაირი დოკუმენტი ხელმოწერილი არ არის და არც მზადდება. სომხეთის პარლამენტის სპიკერის, ალენ სიმონიანის თანახმად, საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ეხებოდა იმას, რომ არავინ არაფრის დათმობას არ აპირებს. „29.8 ათასი ეს სომხეთის მთელი ტერიტორიაა... საუბარი არ იყო არც არცახზე(მთიანი ყარაბაღი), არც სომხეთის რესპუბლიკაზე. სომხეთის ტერიტორია ჩვენთვის წითელი ხაზია“, - თქვა სიმონიანმა.




სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საბრძოლო მოქმედებები 13 სექტემბერს განახლდა, რაშიც მხარეებმა ბრალი ერთმანეთს დასდეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 50 სამხედრო. პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის ცნობით, დაიღუპა სომხეთის არმიის 105 სამხედრო მოსამსახურე.


2020 წლის ნოემბერში, ე.წ. 44-დღიანი ომის შემდეგ, სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთის შუამავლობით შეთანხმდნენ საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე. ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანმა დაიბრუნა ყარაბაღის რამდენიმე რაიონზე 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი. რეგიონში განთავსდა რუსეთის "სამშვიდობო კონტინგენტი". კონფლიქტის ზონაში სიტუაცია დაიძაბა 2022 წლის აგვისტოშიც.





Загрузка...


Губернаторы России
Москва

«В ближайшие регионы»: Собянин анонсировал продление МЦД до четырёх областей


Спорт в России и мире
Москва

Подведены итоги конкурса «Мы верим твердо в героев спорта»


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
ATP

Александр Зверев снялся с турнира ATP-500 в Пекине


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Собянин посоветовал москвичам пересаживаться на электромобили





Путин в России и мире
Москва

Рябков: Россия фиксирует реакцию Запада на изменения своей ядерной политики


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Как только НАТО нападет на Беларусь, будет применено ядерное оружие – Лукашенко




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Зеленский отреагировал на выделение нового пакета военной помощи от США


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Елена Волкова

В Москве ежегодно состоялся юбилейный, всероссийский, патриотический гала-концерт «Проза и поэзия» «Россия - семья семей»



Москва

Рябков: Россия не может вести диалог по ДСНВ с США из-за враждебного курса

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net