123ru.net
World News in Georgian
Октябрь
2021

ანატოლი ბიბილოვი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: "ვერ ვიტყვი, რომ სხვას ველოდით"

0
რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას თავისი მოქალაქეების უფლებების დასაცავად და 2008 წლის მოვლენების შესახებ, მსოფლიო საზოგადოებისათვის სიმართლის გასაგებად.


მისი თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ECHR) სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა მიერ შეტანილი ყველა საჩივარი „ტრაგედიას, დანაკარგით გამოწვეულ ტკივილს, განცდილ ტანჯვას“ შეიცავს. სასამართლო კი გადაწყვეტილების მიღებისას მათი უგულებელყოფით „უცნაური, სრულიად გაუგებარი დასკვნებით“ ხელმძღვანელობს.


„ვერ ვიტყვი, რომ სხვა გადაწყვეტილებას ველოდით. მათი ლოგიკით, თუ საქართველო სამხრეთ ოსეთზე ფიზიკურ კონტროლს ვერ ახორციელებდა, ასობით მოკლულ და დაჭრილ მშვიდობიან მოქალაქეზე პასუხისმგებლობა არ უნდა ეკისრებოდეს? ეს ხალხი ხომ საქართველოს არმიის იმ შეიარაღებულმა მოსამსახურეებმა დახოცეს და დაჭრეს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების ბრძანებით გაიგზავნენ სამხრეთ ოსეთში. ქართული არმია არტილერიას იყენებდა განურჩევლად. ცხინვალის საცხოვრებელ რაიონებში, ქართული არმიის მოსამსახურეები პირდაპირ ესროდნენ სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლების სახლებს, მანქანებს, რომლითაც დევნილები წასვლას ცდილობდნენ. მიუხედავად ამისა, ECHR-მა გადაწყვიტა, რომ ეს საქართველოს იურისდიქციაში არ ხვდება“, - უთხრა ანატოლი ბიბილოვმა სააგენტო „რესს“.


მისი თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართ „კოლექტიური დასავლეთის“ პოზიციიდან გამომდინარე, სრულიად გასაგებია, რომ „საქართველოს დაცვის პოლიტიკა მისი იმ მფარველების მხრიდან, რომლებმაც მას შეიარაღებული აგრესიის გამო კურთხევა მისცეს, შემდგომშიც გაგრძელდება“.


ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო საჩივრები საქმეებზე: „ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ განჩინებები 20 ოქტომბერს გამოაქვეყნა.


დაუშვებლად ცნობილი საჩივრები საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიტანეს ცხინვალის რეგიონში მცხოვრებმა პირებმა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მათი უფლებები ქართულმა მხარემ დაარღვია.


იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს არგუმენტები, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი აქტიურად იბომბებოდა რუსეთის მხრიდან, საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ახორციელებდა კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე და, შესაბამისად, შეუძლებელია რაიმე დარღვევა შეერაცხოს საქართველოს.


იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტებიც, რომ საჩივრები იყო აშკარად დაუსაბუთებელი, რადგან ვერ იქნა წარმოდგენილი მინიმალური სტანდარტის მტკიცებულებები.




იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2008-2009 წლებში, რუსეთის კოორდინაციით, ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეიტანეს 3300-ზე მეტი საჩივარი, თუმცა, საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა და სამართლებრივი პოზიციების საფუძველზე 2800-მდე საჩივარი უკვე ამოირიცხა, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი.




რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 2008 წლის 8 აგვისტოს და რამდენიმე დღე გასტანა, რის შედეგადაც საქართველოს ტერიტორიის ნაწილი დღემდე ოკუპირებულია რუსეთის მიერ. აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. ომის დროს დაიჭრა 1 747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.


2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 დღემდე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშ. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა რომ 2008 წლის აგვისტოში ცხინვალის რეგიონზე “ეფექტურ კონტროლს” რუსეთი ახორციელებდა. რუსული ჯარი როკის გვირაბიდან ცხინვალის რეგიონში 7 აგვისტომდე შემოვიდა, ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე თავდასხმებს ადგილი ჰქონდა სეპარატისტების მხრიდან 1 აგვისტოდან.


საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა რუსეთმა და იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ. 2009 წელს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარეს ვენესუელამ და ნაურუმ და 2018 წელს სირიამ. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა ჯერ აღიარეს, შემდეგ კი გააუქმეს ვანუატუმ და ტუვალუმ.





Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин: Конкурс грантов для НКО побил рекорд по числу одобренных заявок


Спорт в России и мире
Москва

Сборная команда Главного управления Росгвардии по Московской области вошла в тройку победителей на чемпионате Центрального округа


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Рейтинг WTA. Эрика Андреева обновила личный рекорд, Саккари выпала из топ-15, Шрамкова поднялась на 41 строчку


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

«Ростелеком» приглашает на конференцию по корпоративной мобильности и платформе ОС «Аврора»





Путин в России и мире
Москва

Путин изменил ядерную доктрину: Россия готова жестко ответить на удары по ее территории


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко назвал условие, при котором Минск применит ядерное оружие




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Человек-скандал: Все яйца Зеленского — в корзине Камалы Харрис


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Сергей Шнуров

Жена музыканта Сергея Шнурова Ольга подала на развод



Москва

Новые точки притяжения привлекают горожан

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net