123ru.net
World News in Georgian
Сентябрь
2021

ხუთი დღე არჩევნებამდე - რა არ უნდა გამოგრჩეს 27 სექტემბერს

0

„ვერ გაბედავს“ - ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლაზე

 

„ვერ გაბედავს ამის გაკეთებას“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ის საარჩევნოდ საქართველოში დაბრუნდება: „მას ამის არც შნო აქვს და არც რესურსი“, - ამბობს ირაკლი კობახიძე.

მისი სიტყვებით, მიხეილ სააკაშვილს „მიზეზების და საბაბების ძებნა არ გაუჭირდება“, თუმცა „შეიძლება ბევრ რაღაცას დააბრალოს“.

ირაკლი კობახიძე გუშინ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიასაც გამოეხმაურა. გახარიამ ერთი დღით ადრე ბიძინა ივანიშვილის შესახებ თქვა, რომ მან მისი და საქართველოს მოქალაქეების ნდობა არ გაამართლა.

ამის პასუხად ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ექსპრემიერი „მორალურ ფსკერზე დაეშვა“.

წაიკითხე მეტი.

 

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

მომდევნო 90 დღის განმავლობაში ამცრელი ბრიგადები კიდევ უფრო მობილურები უნდა გახდნენ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით ჯანდაცვის სისტემის მთავარი საზრუნავი ახლა ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება უნდა იყოს.  

გამყრელიძის შეფასებით, გამაძლიერებელ ანუ ე.წ. ბუსტერ დოზებზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყება, როცა ქვეყანაში მოსახლეობის 40 პროცენტზე მეტი აიცრება.

მან ასევე ისაუბრა პირბადეების ტარების აუცილებლობაზე და თქვა, რომ პირბადეს ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ 43% ატარებს, რაც ეპიდემიოლოგიურ სურათზე უარყოფითად აისახება.

წაიკითხე მეტი.

 

პირველი შედეგები გერმანიის არჩევნებიდან

ეგზიტპოლების მიხედვით ანგელა მერკელის „ქრისტიან-დემოკრატიული“ პარტია და მისი მთავარი კონკურენტი „სოციალ-დემოკრატები“ თანაბარი შედეგებით ასრულებენ არჩევნებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის, ARD-ს ეგზიტ პოლების მონაცემებით „სოციალ დემოკრატებს“ 25,5%, ხოლო „ქრისტიან-დემოკრატებს“ 24,5% აქვთ. ამავე შედეგებით მესამე ადგილზე გავიდა „მწვანეთა პარტია“.

ეს მაჩვენებელი მერკელის პარტიისთვის საკმაოდ დაბალია, რომელსაც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ 40%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა.

როგორც სოციალ-დემოკრატიული პარტიის გენერალურმა მდივანმა ლარს კლინგბაინმა განაცხადა, მის პარტიას მთავრობის შექმნის მანდატი აქვს. გერმანიის საარჩევნო სისტემა ხელს უწყობს კოალიციური მთავრობების შექმნას. მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამარჯვებულ პარტიას არასოდეს ჰქონია 31%-ზე ნაკლები.

არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა 60.4 მილიონამდე ადამიანს ჰქონდა. ამ არჩევნებით გერმანიაში დასრულდება ანგელა მერკელის კანცლერობის 16-წლიანი პერიოდი.

თვალი ადევნე სიახლეებს რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე. 

 

ერდოანმა მიანიშნა, რომ განიხილავს რუსეთისგან მეტი S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენას

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა მიანიშნა, რომ განიხილავს რუსეთისგან მეტი საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემის შეძენას.

ნატოს წევრი თურქეთი ულტრათანამედროვე ავიაგამანადგურებლის, F-35-ის პროგრამიდან გამოაძევეს და თურქეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენელთა მიმართ სანქციები დაწესდა მას შემდეგ, რაც ანკარამ რუსეთისგან S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემები შეიძინა 2019 წელს.

აშშ აცხადებს, რომ ნატოში რუსული სისტემების გამოყენება საფრთხეს შეუქმნის F-35-ებს. თავის მხრივ, თურქეთი აცხადებს, რომ S-400 სისტემები შეიძლება დამოუკიდებლად იქნეს გამოყენებული, ნატოს სისტემებში ინტეგრაციის გარეშე.

ერდოანმა აშშ-ის ტელეარხ CBS-ს უთხრა, რომ თურქეთს არ მისცეს ალტერნატივის სახით ამერიკული Patriot-ის ტიპის რაკეტების შეძენის საშუალება. მან ასევე დაიჩივლა, რომ აშშ-მა არ მიაწოდა მას F-35 გამანადგურებლები, თუმცა თურქეთმა 1,4 მილიარდი დოლარი გადაიხადა.

წაიკითხე მეტი.

 

თალიბანმა საერთაშორისო ავიაკომპანიებს მოუწოდა, განაახლონ ავღანეთში ფრენა

თალიბანის წარმომადგენლებმა საერთაშორისო ავიაკომპანიებს მოუწოდეს, განაახლონ ავღანეთში ფრენა. მათი თქმით, ავღანეთის აეროპორტში პრობლემები მოგვარებულია.

განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა 26 სექტემბერს. ავღანეთის ახალი ხელმძღვანელობა ცდილობს, გახსნას ქვეყანა და საერთაშორისო აღიარება მოიპოვოს.

გასულ თვეში, როცა თალიბანის მებრძოლები დედაქალაქ ქაბულში შეიჭრნენ, მათ ფაქტობრივი კონტროლი დააწესეს აშრაფ ღანის სახელობის საერთაშორისო აეროპორტზე.

აეროპორტი, რომელიც აშშ-ის ხელმძღვანელობით განხორციელებული ქაოსური ევაკუაციის დროს დაზიანდა, კვლავ გაიხსნა ყატარისა და თურქეთის ტექნიკური ჯგუფების დახმარებით.

წაიკითხე მეტი.

 

“ჩართეთ უცებ”, - როგორ წყვეტს სუს-ი, ვის მოუსმინოს 

ფაილები, რომლებიც, დიდი ალბათობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან არის გამოჟონილი, გარდა იმისა, რომ შესაძლო დანაშაულებსა თუ უკანონო მოსმენებზე მიუთითებს, აღწერს მომსმენების ქცევას - რა შემთხვევაში, როგორ და რატომ იწყებენ მოსმენას.

ფაილები ათეულობით ადამიანის პირად საუბრებს აღწერს. შინაარსიდან გამომდინარე შეიძლება იმის დადგენა, ვის უსმენდნენ მუდმივად. დოკუმენტების მიხედვით, რომელიც 12 სექტემბერს გაავრცელა უცნობმა წყარომ, დგინდება ისიც, თუ როგორ მარტივად ხდება "მოსმენაზე ჩართვა" და რომ ამისთვის სასამართლოს ნებართვა საჭირო სულაც არ არის.

თუ გავრცელებული ფაილები ავთენტიკურია, მაგალითად, 2020 წლის 14 მარტით დათარიღებული ჩანაწერის მიხედვით, პარლამენტის მოქმედ დეპუტატს, თინა ბოკუჩავას უსმენდნენ. ანგარიშში მოხვდა მასსა და სასულიერო პირს - დეკანოზ მამა დავით შარაშენიძეს შორის საუბარი, რომელშიც თინა ბოკუჩავა ეკითხება სასულიერო პირს, შეიძლება თუ არა, რომ იმ საკითხზე, რომელზეც მისგან რჩევის მიღება უნდა, დეკანოზის სახლში ისაუბრონ. მას შემდეგ, რაც მომსმენები იგებენ, რომ ბოკუჩავამ და სასულიერო პირმა, დიდი ალბათობით, პოლიტიკურ საკითხებზე უნდა ისაუბრონ, დეკანოზი მოსასმენი პირების ჩამონათვალში ხვდება.

წაიკითხე მეტი გელა ბოჩიკაშვილის სტატიაში.

 

 

 

22 სექტემბერს ბათუმში ძლიერი წვიმის დროს ათეულობით ქუჩა დაიტბორა. წყალდიდობამ დააზარალა 100-ზე მეტი ოჯახი. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები და ავტომობილები. ბათუმის მერია ქალაქის დატბორვას სტიქიურ წვიმას უკავშირებს. დაზარალებული ბათუმელების ნაწილი კი ამბობს, რომ წყალდიდობა მას შემდეგ გახშირდა, რაც რამდენიმე წლის წინ ქუჩებზე გზა დააგეს და სანიაღვრე სისტემა შეცვალეს.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин: Свыше 3 тысяч жителей Академического района получили жилье по реновации


Спорт в России и мире
Москва

Игра в футбол на каблуках: как блогеры резко стали футболистками и решили завоевать новые горизонты


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Елена Рыбакина

Рыбакина приблизилась к первой ракетке мира


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Московская железная дорога присоединилась к экоакции





Путин в России и мире
Москва

Алиев: доволен развитием отношений Азербайджана и России


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Сегодня президент Беларуси Александр Лукашенко встретился в Минске с губернатором Поморья Александром Цыбульским




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Зеленский допустил, что Москва и Киев начнут мирные переговоры


Навальный в России и мире
Москва

Мосгорсуд оставил в СИЗО журналистку Фаворскую, обвиняемую в экстремизме за репортажи о Навальном



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Концерт

Концерт в музее-заповеднике П.И. Чайковского



Москва

Движение поездов в сторону Нахабина на МЦД-2 восстановили

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net