123ru.net
World News in Georgian
Июнь
2021

ტრანსნაციონალური დანაშაულის ბრალდებით საქართველოში 5 პირი დააკავეს

0
ტრანსნაციონალური დანაშაულის ბრალდებით საქართველოში 5 პირი დააკავეს

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, დადგენილია და დაკავებულია იმ ჯგუფის ხუთი წევრი, რომელიც საქართველოში ტრანსნაციონალურ დანაშაულს ჩადიოდა. სულ სისხლისსამართლებრივი დევნა ექვსი პირის მიმართ დაიწყო, რომლებსაც ბრალი ედებათ საქართველოში, დადგენილი წესების გვერდის ავლით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის შემოტანაში.

"მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედი და მატერიალურ სარგებელზე ორიენტირებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ფუნქციებში შედიოდა: სამეწარმეო განზრახვის გარეშე იურიდიული პირების შექმნა და მათი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შესრულება, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, სატრანსპორტო საშუალებებში მოწყობილი სპეციალური სამალავების მეშვეობით, საზღვარგარეთიდან საქართველოში თანხის მალულად შემოტანა, შემდგომში დანაწევრება და გამოგონილი დანიშნულებით ფიქტიური საწარმოების საბანკო ანგარიშებზე განთავსება. ასევე, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის დამზადება და მათ საფუძველზე სხვადასხვა ქვეყანაში საბანკო გადარიცხვების განხორციელება", - აღნიშნავენ პროკურატურაში.

უწყების ინფორმაციით, 2016-2020 წლებში ამ გზით საქართველოში შეგროვებულია 15 385 489,6 აშშ დოლარი, 20 786 875 ევრო და 1 268 036,6 ლარი.

"მისი უკანონო წარმომავლობის შესანიღბად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაანაწევრეს და გამოგონილი დანიშნულებით განათავსეს მათ მფლობელობასა და მმართველობის ქვეშ არსებული საწარმოების საბანკო ანგარიშებზე", - განმარტავს საგამოძიებო ორგანო.

საგამოძიებო ორგანოების გადაწყვეტილებით, 2021 წლის 15 ივნისს დააკავეს ჯგუფის ხუთი წევრი (გ.ა., გ.გ., გ.ჩ., მ.ც. და დ.დ.), თუმცა არა ჯგუფის ხელმძღვანელი, ირანის მოქალაქე (ფ.ნ.). საგამოძიებო ორგანოებმა ჯგუფის ხელმძღვანელის სახელზე რეგისტრირებული სავარაუდოდ დანაშაულის გზით შეძენილი ქონება მოიძიეს და დაყადაღების გადაწყვეტილება მიიღეს. ქონების ჩამონათვალში მოხვდა:

თბილისში მდებარე ოთხი საცხოვრებელი ბინა, ჯამში 288 კვ.მ;

თბილისში კომერციული დანიშნულების 155 კვ.მ. ფართი;

ქვემო ქართლისა და გურიის მხარეში არსებული, ჯამში 6230 კვ.მ. სამი მიწის ნაკვეთი;

რუსთავში მდებარე სამრეწველო დანიშნულების 314 437 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა;

სამი "ძვირადღირებული" ავტომობილი;

გარდა ამისა, თბილისში მდებარე ერთ-ერთი ობიექტიდან ამოიღეს 1 700 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხა.

დაკავებულ ხუთ პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 193-ე (ცრუ მეწარმეობა) და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია - ფულის გათეთრება) წაუყენეს. ხოლო ირანის მოქალაქის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება 25-193-ე და 25-194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტით დაიწყო. ამ მუხლებით ჩადენილი დანაშაულისთვის 9-დან 12 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин сообщил о благоустройстве парка Горького


Спорт в России и мире
Москва

"Спартак" сыграет с "Динамо" в 1/2 финала Пути Регионов Кубка России


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Елена Рыбакина

Рыбакина? Назван главный конкурент Соболенко


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Литва настраивает темп российским путешественникам





Путин в России и мире
Москва

Первый пуск «Ангары-А5М» с Восточного запланирован в 2027 году


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

У помощника Лукашенко по общим вопросам нашли три квартиры в Минске




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

В Киеве обвинили Зеленского в неспособности добиться нового пакета помощи от США


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Тося Чайкина

Хедлайнером летнего фестиваля «Бульвар» в Ульяновске станет Тося Чайкина: мероприятие пройдет на новой локации



Москва

На Москву надвигается гроза, коммунальные службы готовятся к непогоде

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net