123ru.net
World News in Georgian
Июнь
2021

ეკატერინე ტიკარაძეს ეპისკოპოს იაკობთან დაკავშირებით "კარგი მოლოდინები" აქვს

0
ეკატერინე ტიკარაძეს ეპისკოპოს იაკობთან დაკავშირებით

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოელის, რომ ნინოწმინდის პანსიონის ახალ ხელმძღვანელთან, ბოდბელ ეპისკოპოს იაკობთან სამინისტრის თანამშრომლობა გაცილებით უკეთესი იქნება.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მედიასთან საუბარში განაცხადა ქუთაისში ყოფნისას.

„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მოლოდინები ახალ ხელმძღვანელთან მიმართებაში და დარწმუნებული ვართ, რომ ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ყველა იმ საჭირო მოთხოვნას, რომელიც დაიცავს ბავშვების უფლებებს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, ასევე აუცილებლად უნდა აღსრულდეს ომბუდსმენის მანდატი და მას პანსიონში შესვლის საშუალება მიეცეს.

„სახალხო დამცველს გააჩნია თავის მანდატი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს აღსრულებული. ჯანდაცვის სამინისტროს და ზრუნვის სააგენტოს მხრიდან არასდროს არ ყოფილა ხელშეშლა, ჩვენ ყოველთვის ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მიმართულებით, რაც ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციაში შედის და ეს მიმართულება განხორციელდება“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

პატრიარქის გადაწყვეტილებით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის დირექტორად 14 ივნისს ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი დაინიშნა. როგორც ის ამბობს, სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი საკუთარი გადაწყვეტილებით ეპარქიაში დაბრუნდა. იაკობმა ამავე დღეს განაცხადა, რომ პანსიონში სახალხო დამცველის შეშვების საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საპატრიარქოს 15 ივნისს მიმართა, შეუშვან მისი წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში.

13 ივნისს საპატრიარქოში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ სინოდის წევრები, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ჯანდაცვის სამინისტროს და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრის შემდეგ მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამინისტრო ახლა მუშაობს „ოჯახების მოძიებაზე“ და ასევე „ოჯახების გაძლიერებაზე იმისთვის, რომ მოხდეს პირველ რიგში, ოჯახებში ინტეგრაცია“.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, გადაწყდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი არ დაიხურება, თუმცა დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება.

ნინოწმინდის პანსიონიდან მოზარდების გაყვანის პროცესი 4 ივნისიდან მიმდინარეობს. 14 ივნისის მონაცემებით, უკვე გაყვანილია 30 მოზარდი, 23 ბავშვი კი რჩება.

ნინოწმინდის პანსიონი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში 2 ივნისს, სახალხო დამცველის კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადების შემდეგ მოექცა. ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, 2016-2021 წლებში, პანსიონში, სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, ოთხი საქმე იყო აღძრული.

სახალხო დამცველი წლების განმავლობაში ლაპარაკობდა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი პანსიონის კედლებს მიღმა სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე და ითხოვდა დაწესებულებაში შესვლას, რის უფლებასაც მას სხალთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი არ აძლევდა.

გარდა 2016-2021 წლებში ოთხ სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიებისა, შსს-ს ცნობით, სხვადასხვა მედიით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით (ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ).

რა ფორმას მიიღებს პანსიონი, გარდაიქმნება თუ არა ის საოჯახო ტიპის სახლად, სადაც მცირე რაოდენობის, მაქსიმუმ, 8-10 ბავშვი იცხოვრებს, ამ კითხვაზე, ჯერჯერობით, ზუსტი პასუხი არ არსებობს. ცნობილია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო, საპატრიარქო, გაეროს ბავშვთა ფონდი და World vision-ი პანსიონის გარდაქმნის სტრატეგიაზე ერთობლივად მუშაობენ.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин рассказал о зеленых облигациях


Спорт в России и мире
Москва

В Гостином дворе прошел форум «Мы вместе. Спорт»


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Арина Соболенко

Соперница Арины Соболенко разрыдалась на плече белоруски


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о сохранении экологии Севастополя





Путин в России и мире
Москва

Путин всё знал, но никого не предупредил: Немцы обвинили Москву в прорыве израильского Купола


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко сравнил Всебелорусское народное собрание с «пустотой»




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Захарова: Западу неинтересны планы Киева по атаке на Крымский мост


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Metallica

Фронтмен Metallica Хэтфилд сделал тату с прахом умершего лидера Motorhead Лемми



Москва

Девятиклассникам Краснознаменска рассказали о поступлении в техникум

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net