123ru.net
World News in Georgian
Апрель
2021

სასამართლოში გაგრძელდება ნიკა მელიას საქმის განხილვა

0
სასამართლოში გაგრძელდება ნიკა მელიას საქმის განხილვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე უნდა განახლდეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის განხილვა. დღევანდელ სხდომას დაესწრება თავად მელიაც. წინა სხდომებიდან გაძევებული ბრალდებულის პროცესზე დაბრუნების გადაწყვეტილება მოსამართლემ 8 აპრილს მიიღო.

წინასწარი ინფორმაციით, მოსამართლე იმსჯელებს საქმისთვის ახალი მტკიცებულებების დართვის და მელიასთვის შემდგომი აღკვეთის ღონისძიების საკითხებზე. დაცვის მხარის პოზიციაა, რომ ნიკა მელია პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს.

მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან გამართული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა ელექტრონული მონიტორინგი და გირაო, 30 000 ლარი, რომელიც მან გადაიხადა. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური საჯაროდ მოიხსნა.

ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და მელიას გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა.

გენერალურმა პროკურატურამ 2021 წლის 5 თებერვალს განაცხადა, რომ ბრალდებულ ნიკა მელიას, რომელმაც გირაოს თანხა სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში არ გადაიხადა, დამატებით ერთ კვირას აძლევს.  მელიამ იმავე დღეს თქვა, რომ უსამართლო გირაოს არ გადაიხდის და ვერც დააკავებენ.

ერთკვირიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, 12 თებერვალს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს მიმართა თანხმობისთვის, რათა ბრალდების მხარეს სასამართლოსგან მოეთხოვა ნიკა მელიას მიმართ გირაოს პატიმრობით შეცვლა. 16 თებერვალს, პარლამენტმა მელიას იმუნიტეტი შეუჩერა.

17 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და გადაწყვეტილების აღსრულება შსს-ს დაავალა.

შსს ნიკა მელიას დაპატიმრებას 18 თებერვალს გეგმავდა, თუმცა გადადო მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ დატოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და მიზეზად დაასახელა მელიას დაპატიმრების გამო აზრთა სხვადასხვაობა მასსა და "ქართული ოცნების" სხვა წარმომადგენლებს შორის.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მალევე, 23 თებერვალს დილით, საპოლიციო ძალებმა ოპოზიციური პარტიის ლიდერი „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააპატიმრეს.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Сергей Собянин: Завершаем строительство московского городского вокзала Щербинка


Спорт в России и мире
Москва

«Радио Зенит» – информационный партнер форума «Мы вместе. Спорт»


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Рыбакина, наряду со Свёнтек, имеет 70% побед на WTA-1000 против соперниц из топ-10


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Энергетические поля компенсируют растущие потребности в электроэнергии





Путин в России и мире
Москва

Путин уточнил у Беглова причины снижения популярности Петербурга у туристов


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Киев признал стагнацию ВСУ по всей линии фронта


Навальный в России и мире
Москва

Силовики задержали за сутки пятерых журналистов, часть проходит по делу об «участии в работе ФБК», одного жестоко избили при задержании



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Виктор Пинчук

Творческая встреча с искателем приключений состоится в Симферополе



Москва

В Улан-Удэ по мастер-плану проектируют 2 из 9 путепроводов

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net