123ru.net
World News in Georgian
Май
2020

ძალადობაში ბრალდებული „ევროპული საქართველოს” წევრი გამოძიების არაობიექტურობაზე ლაპარაკობს

0
ძალადობაში ბრალდებული „ევროპული საქართველოს” წევრი გამოძიების არაობიექტურობაზე ლაპარაკობს

ზუგდიდის საკრებულოში ფრაქცია „ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე ბათლომე შელიას და მასთან ერთად წითელი ჯვრის მოხალისე დათო ღურწკაიას ძალადობაში ადანაშაულებენ. პროკურატურამ მათ დღეს, 25 მაისს, ბრალი წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს.

პროკურატურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 7 აპრილს ზუგდიდის მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, დათო ღურწკაიამ სამოქალაქო აქტივისტ როსტომ ზარანდიას თავის არეში დაზიანება მიაყენა. პროკურატურისვე ცნობით, იმავე დღეს, ამ ორ პირს შორის არსებული დაპირისპირების მიზეზის გარკვევისას, ბათლომე შელიამ როსტომ ზარანდიას ასევე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც სამოქალაქო აქტივისტმა ასევე თავის არეში მიიღო დაზიანება. თავის მხრივ, საკრებულოს წევრი ირწმუნება, რომ მის წინააღმდეგ ხელისუფლება საარჩევნოდ როსტომ ზარანდიას დახმარებით იბრძვის. ბათლომე შელიას თქმით, რეალურად რამდენიმე ახალგაზრდის, მათ შორის ახლა უკვე ბრალდებულ დათო ღურწკაიას დაცვა სცადა სამოქალაქო აქტივისტისგან. დეპუტატის სიტყვებით, კითხვას ბადებს ისიც, რომ როსტომ ზარანდია ხელშეუხებელი რჩება. არადა, ბათლომე შელია ამბობს, რომ სწორედ მას უნდა წარუდგინონ ბრალი, როგორც ნამდვილ მოძალადეს, რადგან ახალგაზრდებს ჯერ დაემუქრა, შემდეგ კი ქუჩაში დასდევდა. დეპუტატი ირწმუნება, რომ რეალურად ეს შეკერილი საქმეა, პოლიტიკური სარჩულით.

„ახალგაზრდებმა დამირეკეს, დაგვდევსო როსტო. იქ მოხდა კონფლიქტი. ჩხუბსაც ვერ დავარქმევ. უბრალოდ, პასუხი მოვთხოვე, ნუ დასდევ ბავშვებს-მეთქი. ამის ნიადაგზე მანქანიდან გადმოსვლის საშუალება არ მივეცი. მანამდე ვიცი და თვითონაც აღიარა, ხელჯოხით დავსდევდიო ბავშვებს. მხოლოდ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ მე მოძალადედ გამომიყვანა”,- აცხადებს შელია.

დეპუტატის ბრალდებებს უარყოფს სამოქალაქო აქტივისტიც. როსტომ ზარანდიას თქმით, დაპირისპირებისას დაზიანებები ნამდვილად მიიღო, რისი ამსახველი ფოტომასალაც არსებობს, დღეს კი საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი სპეკულირებს და ცდილობს განგებ „პოლიტდევნილის მანტია მოისხას": „ლოგიკა სად არის? თავი მე გამიხეთქეს. ექიმისთვის ვის უნდა დაერეკა? თვითონ აწყობს, რომ ვითომ პოლიტდევნილების სიაში აღმოჩნდეს, თორემ მე რა კავშირი მაქვს ხელისუფლებასთან?! ხელისუფლებისთვის მისაღები პერსონა ვარ, მათთან შეკრული?! რა გამოდის, ექიმებს სდებს ბრალს, რომ ყალბი ცნობა გასცეს? საკრებულოს დეპუტატი ამას ამბობს? დაამტკიცოს მაშინ. ანუ არაფრის გამო ვიწექი?!" .

როსტომ ზარანდიას თქმით, ის პოლიციაში კი არ წავიდა ინციდენტის შემდეგ, არამედ საავადმყოფოში სამედიცინო დახმარების მისაღებად, მოგვიანებით კი „ფეისბუკზე" საჯაროდ დაწერა, რადგან არასწორი ინფორმაციები ვრცელდებოდა. განმარტა, რომ მისი მიზანი იყო დაპირისპირების შესახებ საზოგადოებას სწორი ინფორმაცია ჰქონოდა.

ფაქტს დღეს ასევე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა. მისი თქმით, დამკვიდრებულია ორმაგი სტანდარტი, რომ კანონი სრული სიმკაცრით უნდა შეეხოს მარტო ოპოზიციას, რაც „ქართულ ოცნებას“ ბუმერანგივით დაუბრუნდება: „ბათლომე შელია არის ერთ-ერთი გამოკვეთილი ადგილობრივი პოლიტიკოსი ზუგდიდში, ის წარმოადგენს „ევროპულ საქართველოს" და მას აქვს მართლა ძალიან მრავალმხრივი ბიოგრაფია, მათ შორის პოლიტიკური, და მას კარგად იცნობს თავისი რაიონი. მარტო ეს დახასიათება საკმარისია იმისათვის, რომ „ქართული ოცნება“ და მათი პროკურატურა მას მოექცეს ველურად. მათი სტილია ეს, მე მაქვს საკუთარ თავზე გამოცდილი, ძიუდოისტი „ჩამიდეს“ და დამაბრალეს, რომ მე ვცემე ის ძიუდოისტი. დაახლოებით, ანალოგიური სცენარით ვითარდება ეს სიტუაციაც. საქმე ის არის, რომ არავის ამის აღარ ეშინია. რაც არ უნდა ბრალდებები დაკიდო კისერზე ადამიანს, რაც არ უნდა შეაშინო პროკურატურით და ა.შ., სიტუაცია მაინც არ შეიცვლება. ის ორმაგი სტანდარტი, რაც არის დამკვიდრებული, რომ თავისიანებს არაფერი და კანონის სრული სიმკაცრე უნდა შეეხოს მარტო ოპოზიციას, ბუმერანგივით მოუბრუნდება „ქართულ ოცნებას“. ამიტომ არაფერს ეს არ შეცვლის გარდა იმისა, რომ დააზიანებს საერთაშორისო რეპუტაციას „ქართული ოცნების“ და თვითონ „ქართულ ოცნებას“ დააზიანებს. ეს მათი არჩევანია და ბათლომე შელია ამით არაფერს დაკარგავს“.

პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ საქმეზე გრძელდება გამოძიება და უწყება კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდოთ.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин открыл движение по путепроводу через МЦД-3 и будущий ВСМ


Спорт в России и мире
Москва

«Радио Зенит» – информационный партнер форума «Мы вместе. Спорт»


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Даниил Медведев

Битые корты: Медведев и Александрова вышли в четвертьфинал Miami Open


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о создании информационной системы состояния окружающей среды





Путин в России и мире
Москва

Мособлдума выступила за присвоение Красноармейску высокого звания


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Киев признал стагнацию ВСУ по всей линии фронта


Навальный в России и мире
Москва

Силовики задержали за сутки пятерых журналистов, часть проходит по делу об «участии в работе ФБК», одного жестоко избили при задержании



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Анастасия Волочкова

“Настя — не из дешёвых женщин”, – У Волочковой появился молодой ухажёр с серьёзными намерениями



Москва

Фото из космоса, видекадры, поздравления первому космонавту – две фотовыставки стартуют в одном из парков Москвы

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net