123ru.net
World News in Georgian
Март
2020

რეკომენდაციები და კითხვებზე პასუხები ორსულებს

0

საყოველთაო კარანტინის გამოცხადების და ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ფონზე  სამშობიაროებმაც გაამკაცრეს წესები.

რა შეზღუდვები დაწესდა სამშობიაროებში?

კლინიკებში შესვლა აეკრძალათ ორსულების თანმხლებ პირებს 

 მშობიარობაზე მეუღლის დასწრება სამშობიაროებმა დროებით შეზღუდეს

ზოგიერთ კლინიკაში, ნაკადის შესამცირებლად, ექიმები მორიგეობით, კვირის სხვადასხვა დღეებში იღებენ პაციენტებს.

ორსულობის ნორმალურად მიმდინარეობის შემთხვევაში, ცდილობენ გადაავადონ გეგმიური ვიზიტები.

ვიკა ბუკია, რომელმაც მე-4 შვილი რამდენიმე დღის წინ გააჩინა,  საკარანტინო პერიოდში აღწერს იმ სიახლეებს, რომლებიც  მას სამშობიაროში დახვდა: პერსონალი, რომელიც მხოლოდ პირბადეებით მუშაობს, ძალიან ხშირად იცვლის ხელთათმანებს და მხოლოდ ასე ეხება ბავშვს. ასევე ოთახში მუდმივად ხელმისაწვდომია ანტისეპტიკური ხსნარები. - ამბობს ვიკა.

ორსულობის პერიოდში მასაც, როგორც არაერთ ორსულს, ჰაერზე სეირნობისგან თავის შეკავება უწევდა.

თვითიზოლაციაშია  7 თვის ორსული თიკა როსტიაშვილიც, რომელსაც კარანტინის გამო კლინიკაში ექიმთან ვიზიტი მხოლოდ მეცხრე თვეზე ურჩიეს, შესაბამისად თიკა დროებით ქალაქგარეთ გადავიდა საცხოვრებლად.

თვითიზოლაცია და ხალხმრავალ ადგილებში გასვლისგან თავშეკავება არის ის მთავარი რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც ურჩევს ორსულებს. 

ახდენს თუ არა გავლენას COVID-19 მშობიარობის ვადაზე?

ჯერჯერობით არსებული შემთხვევების რაოდენობა არ აძლევს მკვლევრებს საშუალებას გააკეთონ დასკვნები, იწვევს თუ არა  COVID-19  ნაადრევ მშობიარობას.

გადადის თუ არა COVID-19 ჩვილის ძუძუთი კვების დროს?

ამ დრომდე არ დაფიქსირებულა შემთხვევა, რომ დედის რძით მომხდარიყო ჩვილის ინფიცირება.

დედის რძე იცავ ბავშს არაერთი დაავადებისგან და ძირითადად საუკეთესო წყაროა ბავშვთა კვებისთვის.

არის თუ არა საშიში COVID-19 ორსულისა და ნაყოფისთვის?

დღეს ხელთ არსებული მონაცემებით, არ არის მყარი მტკიცებულება ორსულ ქალებში დაავადების მძიმედ მიმდინარეობის, მომატებული რისკის და/ან ნაყოფზე ინფექციის ზეგავლენის თაობაზე.

ორსულობის დროს იმუნური სისტემა სერიოზულ ცვლილებებს განიცდის და განსაკუთრებულად მგრძნობიარეა რესპირატორული ინფექციების, მაგალითად, გრიპის ვირუსის მიმართ. 

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით,  ღორის გრიპთან შედარებით ორსულები არ არიან ამ დაავადების რისკჯგუფში. კვლევის თანახმად, 147 ორსული ქალიდან 91%-ის შემთხვევაში დაავადება მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობდა, მხოლოდ 8% იყო მძიმე შემთხვევა და 1% კრიტიკულად მძიმე.

 COVID-19-ის ვერტიკალური გადაცემა ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის. ანუ არ არსებობს იმის დასტური, რომ ინფიცირებული დედისგან ჩვილს მუცელში გადაედო ვირუსი.

 საქართველოში Covid 19-ის დადასტურებული შემთხვევა 22 კვირის ორსულს დაუფიქსირდა. ექიმების თქმით, ქალი თავს კარგად გრძნობს, არ აქვს პნევმონია და მაღალი ტემპერატურა.

რა რეკომენდაცია აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ორსულებისთვის?

ორსულმა ქალებმა იგივე პრევენციული ზომები უნდა მიიღონ ინფექციის თავიდან ასაცილებლად, რაც ყველა ზრდასრული ადამიანისთვის არის რეკომენდებული, როგორიცაა:

  ახლო კონტაქტის არიდება იმ პირებთან, ვინც ახველებს და აცემინებს

ხელების ხშირად დაბანა საპნითა და წყლით, (მინიმუმ 20 წამის განმავლობაში) ან ხელების გაწმენდა სპირტიანი ხსნარით

ხველებისას ან ცემინებისას პირსა და ცხვირზე ხელსახოცის ან მოხრილი მკლავის აფარება

თვალებზე, ცხვირსა და პირზე ხელების აფარებისგნ თავის შეკავება

განიხილება თუ არა საკეისრო კვეთა ჩვენებად პაციენტებში, რომლებსაც აქვთ საეჭვო ან დადასტურებული COVID-19 ინფექცია?

არა.  საკეისრო კვეთა უნდა იყოს დაფუძნებული ნაყოფის ან დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებაზე და ის არ შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ COVID-19-ის გამო. - ნათქვამია მეან-გინეკოლოგთა ამერიკული კოლეჯის რეკომენდაციაში. 

როგორ უნდა მოვიქცე თუ ვეჭვობ, რომ COVID-19 მაქვს?

არ გახვიდეთ სახლიდან, მითუმეტეს პირდაპირ არ მიხვიდეთ სამშობიაროში ექიმთან ვიზიტზე. სიმპტომების შემთხვევაში, პირველ რიგში დაურეკეთ თქვენს მკურნალ ოჯახის ექიმს ან გინეკოლოგს.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин рассказал о зеленых облигациях


Спорт в России и мире
Москва

Сотрудники Росгвардии приняли участие в чемпионате Центрального округа по боксу.


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

WTA отреагировала на суперкамбэк Елены Рыбакиной


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

"Самое опасное" начнётся в пятницу: Синоптик предупредил об аномальной погоде в России





Путин в России и мире
Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о догазификации СНТ  


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Очередные кадровые назначения объявлены в Минске




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире
Москва

В Москве арестован на пять суток историк-публицист Сергеев за пост памяти Навального



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Анастасия Волочкова

Волочкова призналась, что когда-то была бездомной: «Знаю, что такое жить без квартиры»



Москва

Продюсер группы OTYKEN: Илон Маск купил у нас три трека

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net