მსოფლიოში ინფიცირებულთა რიცხვი მილიონს უახლოვდება
ესპანეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირებული 850 ადამიანი გარდაიცვალა. შეერთებულ შტატებში, ავიაკომპანია American Airlines მთავრობისგან 12 მილიარდ დოლარს ითხოვს, პოლონეთში კი მკაცრ საკარანტინო ზომებს იღებენ.
მსოფლიოში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კვლავ იზრდება. იზრდება ვირუსის გავრცელების სისწრაფეც – ბოლო სამი დღის განმავლობაში, ჯონ ჰოპკინსის უნივერისტეტის სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში 128 ათასი ადამიანი დაინფიცირდა
ცნობისათვის, თებერვლის შუა რიცხვებში, დღეში ინფიცირებულთა რიცხვი საშუალოდ ორიდან სამ ათასამდე მერყეობდა. თუ მიმდინარე დინამიკა შენარჩუნდა, მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, კვირის ბოლომდე მილიონს გადააჭარბებს.
ვრცლად იხილეთ bbc.com