“რუსეთის ხელისუფლება ცდილობს დამალოს ინფიცირებულთა და პანდემიისგან გარდაცვლილთა რაოდენობა”
პანდემიის გავრცელების კუთხით რუსეთში არსებულ ვითარებაზე, ასევე სხვა არანაკლებ საინტერესო თემებზე „ინტერპრესნიუსი“ რუს პოლიტოლოგ ვალერი სოლოვეის ესაუბრა.
– ბატონო ვალერი, რუსეთის ხელისუფლება კარგა ხანს უარყოფდა რუსეთში კორონავირუსის არსებობას, მაგრამ ახლა მთავრობის დონეზე მიიღება გადაწყვეტილებები.
რუსეთში კორონავირუსის გავრცელებაზე გარკვეული ინფორმაციები კი ვრცელდება, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრ მიზეზთა გამო მათ მიმართ ნდობა საკმაოზე მეტად დაბალია. თქვენ როგორ შეაფასებდით რუსეთში კორონავირუსის გავრცელების გამო არსებულ ვითარებას?
– რუსეთში, როგორც მთელ მსოფლიოში, პანდემიაა და შესაბამისად, მისი მასშტაბები ჩვენთანაც საკმაოდ დიდია. ხელისუფლება ცდილობს დამალოს ინფიცირებულთა და პანდემიისგან გარდაცვლილთა რაოდენობა.
როცა ოფიციალურ ცნობებს ეცნობი ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ვირუსი, როგორც კი გადმოკვეთს რუსეთის საზღვრებს, თავის თვისებებს კარგავს, რაც, რა თქმა უნდა, ასე სულაც არაა. ხელისუფლების ტყუილებს უკვე საზღვარიც კი აღარ აქვს.
რუსეთში, როგორც მთელ მსოფლიოში, პანდემიაა და შესაბამისად, მისი მასშტაბები ჩვენთანაც საკმაოდ დიდია. ხელისუფლება ცდილობს დამალოს ინფიცირებულთა და პანდემიისგან გარდაცვლილთა რაოდენობა
თუ რუსეთის საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ ვირუსი თავის თვისებებს კარგავს და რუსეთში ვითარება ამ თვალსაზრისით გაცილებით უკეთესია, ვიდრე ევროპაში ანდა აშშ-ში, მაშინ რაში დასჭირდა ხელისუფლებას მოსკოვში კარანტინის შემოღება. ანდა რაში დასჭირდა მთავრობის თავმჯდომარე მიშუსტინს რეგიონების ხელმძღვანელებისათვის მოწოდების გაკეთება, რომ მიბაძონ დედაქალაქს და მათაც დააწესონ თავიანთ რეგიონებში კარანტინი. რაც, პრაქტიკულად მთელ ქვეყანაში კარანტინის შემოღებას ნიშნავს.
თუ თქვენ კონკრეტული ციფრები გაინტერესებთ, შეგიძლიათ ნახოთ ჩემი ინტერვიუ, რომელიც მე გერმანულ გაზეთს მივეცი და შეგიძლიათ ციფრები იქედან აიღოთ.
ვრცლად იხილეთ აქ