123ru.net
World News in Georgian
Март
2020

სრული კარანტინის მეორე დღე - რა არ უნდა გამოგრჩეს 1 აპრილს

0

კომენდანტის საათი ამოქმედდა

დადასტურებული შემთხვევა - 110

კარანტინში - 5106

სტაციონარში - 294

გამოჯანმრთელებული - 21

გუშინ საღამოს 21:00 საათიდან ე. წ. კომენდანტის საათი შევიდა ძალაში, რომელმაც 06:00 საათამდე გასტანა. ღამის განმავლობაში შეზღუდული იყო გადაადგილება თბილისის ქუჩებში.

ქალაქში პოლიცია პატრულირებდა. სამართალდამცველების გააქტიურება კი გუშინ დილიდანვე დაიწყო.​ თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთის და გორის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო. პოლიცია მოქალაქეების გადაადგილებას აკონტროლებდა.  

გადაადგილების სრული შეზღუდვა  დღესაც იმავე დროს ამოქმედდება. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში არის გათვალისწინებული ჯარიმა - ფიზიკურ პირებზე 3 000 ლარი, ხოლო იურიდიულ პირებზე - 15 000. გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სპეციალური საშვების მქონე პირებისა და ავტომანქანებისთვის.

კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად საქართველოში 21 აპრილამდე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ამოქმედებული „ფაქტობრივად საკარანტინო რეჟიმი“ სხვა შეზღუდვებსაც ითვალისწინებს

 

პაციენტების მდგომარეობა საავადმყოფოებში

კორონაირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ საქართველოში 110-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 21 პაციენტი, რაც იმას ნიშნავს რომ ამჟამად 84 ადამიანი ებრძვის ახალ კორონავირუსს. ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტებიდან ოთხის მდგომარეობა მძიმეა. დანარჩენი 27 კი თავს კარგად გრძნობს.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კი ყველაზე მძიმე პაციენტის მდგომარეობაც გაუმჯობესდა. კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის თქმით ექიმებმა ომში მეტწილად გაიმარჯვეს და პაციენტი, მრავალი გართულებებით უკვე დამოუკიდებლად სუნთქავს და კონტაქტურია. ასევე გაუმჯობესდა 80 წლის ქალის მდგომარეობაც.

ასევე დადებითად ხასიათდება კორონავირუსით ინფიცირებული ორსული პაციენტის მდგომარეობაც.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:​

"კარდენახში ქელეხში ჩასულ ახალგაზრდას COVID-19 დაუდგინდა" - გურჯაანის მერი

მსახიობი ვიქტორ დაშკევიჩი გახდა ბელარუსში COVID-19-ით გარდაცვლილი პირველი პაციენტი

გაეროს გენერალურმა მდივანმა კორონავირუსს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი გლობალური კრიზისი უწოდა

 

 

დღეს ამოქმედდება კორონავირუსზე ტესტირების ახალი ალგორითმი

დღეს დამტკიცდება ახალი ალგორითმი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, რომელი სახის ტესტი პაციენტების რომელ ჯგუფში უნდა გამოიყენონ.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგის ცერცვაძის განმარტებით შეიცვლება დიაგნოსტიკის პროტოკოლი. მოქმედი პროტოკოლი შეკავების ფაზაზე იყო მორგებული, ხოლო გავრცელების ფაზაში ახალი კრიტერიუმების შემუშავება მოხდა.

"სამი პაკეტი შეიქმნა ალგორითმში - პირველი დარჩა უცვლელი, ვინც აქამდე ექვემდებარებოდნენ კვლავ დაექვემდებარებიან ტესტირებას, ამას დაემატა მეორე პაკეტი - უსიმპტომო პირები, რომელთაც სიმპტომები არ აქვთ, თუმცა არიან რისკის ქცევებით, მაგალითად - პიროვნებას არ აქვს სიმპტომები დღეს, მაგრამ ასახელებს, რომ იმოგზაურა იტალიაში ან უმასპინძლა იტალიელებს, ან იყო კონტაქტში ავადმყოფებთან.მესამე პაკეტი - ვინც მკურნალობენ საავადმყოფოებში, ან იმყოფებიან ბინაზე და ვისაც აქვს სიმპტომები, მაგრამ რისკფატქორები არ აქვს. ანუ ახველებს, აქვს ტემპერატურის მომატება, ყელის ტკივილი, მაგრამ არსად უმოგზაურია და არც სავარაუდო ავადმყოფთან ყოფილა“, - თქვა თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

ონში ჰესის მშენებლობას გარემოს დაცვის სამინისტრომ მწვანე შუქი აუნთო

„თუ იქნება ჰესი, არ იქნება მდინარე აქ. კარგად დაიმახსოვრეთ, რომ აქ იქნება პატარა, რუჩუაზე ოდნავ დიდი ნაკადული“, - ეს სიტყვები მოძრაობა „არა ონის კასკადის“ ერთ-ერთ აქტივისტს ეკუთვნის, რომელიც მან რაჭის სოფელ ნიგავზების მდინარის ვიდეოკადრებთან ერთად გამოაქვეყნა. ასე გააპროტესტა მან რაჭაში ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობა.

გარემოს დაცვის სამინისტროსგან მშენებელი კომპანიისთვის რამდენჯერმე შენიშვნებით უკან დაბრუნებული პროექტი მოწონებულია - 2020 წლის 17 მარტს, როცა ქვეყანა მთლიანად კორონავირუსთან ბრძოლით იყო დაკავებული, გარემოსდაცვითი ნებართვა გაიცა.

საპროექტო ზონაში და პროექტის ზეგავლენის ქვეშ ექცევა ქალაქი ონი და მიმდებარე სოფლები. სად მოეწყობა ჰესის ნაგებობები, რა წერია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერვე გამოცემულ სენიშვნებში და რას ფიქრობენ გარემოს დამცველები, წაიკითხე ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

 

 

ქალები პანდემიისას - ისევ ორ ცვლაში, ახლა უკვე ერთ ოთახში

„ოდესმე დასრულდება ყველაფერი და მოგიყვებით, როგორი იყო ცხოვრება ჩემთვის კორონავირუსის პერიოდში. ახლა ისეც ყველა ნერვებზე ვართ და არ მინდა დაგთრგუნოთ. მანამდე კი გეტყვით, რომ ამ პოსტს მარჯვენა ხელით ვწერ, მარცხენათი საჭმელს ვამზადებ, ფეხით ბავშვს ვარწევ და თან იმაზე ვფიქრობ, აქვს თუ არა ჩემთვის მნიშვნელობა კორონა მომკლავს თუ გადაღლილობა. ყველას გამძლეობას გისურვებთ!“

“რიგითი დედის” კომენტარი ფეისბუკში

ახალი კორონავირუსის პანდემიამ დრამატულად შეცვალა ვითარება ქალებისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც მუშაობას ონლაინ განაგრძობს. ქალები აქამდეც ორ ცვლაში - სამსახურსა და სახლში მუშაობდნენ, თუმცა ახლა მათ ერთდროულად და ერთ სივრცეში უწევთ ამ ორ პასუხისმგებლობასთან გამკლავება.

მას მერე, რაც სასწავლო დაწესებულებები დაიხურა, დასაქმებულების უმრავლესობა კი სახლიდან მუშაობს, ოჯახური ცხოვრება იმაზე მეტ ორგანიზებულობასა და ენერგიას მოითხოვს, ვიდრე პანდემიის დაწყებამდე. მაგალითად, თუკი აქამდე მაღაზიაში ჩასვლა და პროდუქტების შეძენა ყოველდღიური რუტინა იყო, ახლა ეს “ერთი წამის საქმე” დიდ თავსატეხად გადაიქცა, რომლის „ამოხსნაც“ ისევ და ისევ ქალებს უწევთ.

წაიკითხე მეტი.

 

 

 

 

 

 

წელიწადში რამდენჯერმე 4 წლის მარიამი, დედას, თათიას, ახალციხის სოფელ კლდიდან თბილისში, ბავშვთა ჰოსპის “ციცინათელების ქვეყანაში“ მიჰყავს და იქ ერთი ან ორი კვირა რჩებიან - ჰოსპისში მარიამს აქვს საკვები, აუცილებელი წამლები და რაც მთავარია, ზრუნვა.

მარიამი სპინა ბიფიდას დიაგნოზით დაიბადა. ხერხემალზე ღია ჭრილობით. გადარჩენის იმედი არ არსებობდა, დატოვებაც შესთავაზეს, მაგრამ თათიამ ბრძოლის გზა აირჩია - თან მარტომ. დღეს იცის, რომ ხერხემალზე ოპერაციის გარეშე მარიამი ფიზიკურად ვერ გაიზრდება. ოპერაცია კი ჯერ მხოლოდ ოცნების ნაწილია, რადგან თათიას შემოსავალი მარიამის 250 ლარიანი პენსია და 50 ლარიანი სოციალური დახმარებაა.

ჯერ თათია ამ ბრძოლაში მარტოა. მარიამს ყოველდღიურად უამრავი რამსჭირდება. თათიამ არც ის იცის, ოდესმე შეძლებს თუ არა შვილის უცხოეთში საოპერაციოდ წაყვანას. რაც ზუსტად იცის, ის არის, რომ უწყვეტად ყურს უსმინოს მარიამის გულს, რომელიც მას მარჯვენა მხარეს უცემს.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Сергей Собянин. Главное за день


Спорт в России и мире
Москва

В хоккейном ЦСКА сменился главный тренер


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Даниил Медведев

Битые корты: Медведев и Александрова вышли в четвертьфинал Miami Open


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о создании информационной системы состояния окружающей среды





Путин в России и мире
Москва

«Он боится»: почему Байден позволяет себе оскорбления в адрес Путина


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Киев признал стагнацию ВСУ по всей линии фронта


Навальный в России и мире
Москва

«С какой целью вы пришли почтить память? Он вам родственник?» В Москве осудили девушку, которая пришла возложить цветы в память о Навальном



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Шапка

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)



Москва

«Я не знаю ничего»: сын отреагировал на госпитализацию Светланы Светличной

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net