საქართველოს პრეზიდენტი PACE-ს მიმართავს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმყოფება სტრასბურგში, სადაც დღეს, 28 იანვარს სიტყვით გამოვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის(PACE) სესიაზე. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გამოსვლის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.
სტრასბურგში ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტს.
სალომე ზურაბიშვილი ევროპის სასახლეში სიტყვით მიმართავს ქართული კულტურის, ისტორიის, ფოლკლორისა და ეთნოგრაფიის ახალი სამტომეულის პრეზენტაციაზე მიწვეულ სტუმრებს.