საზოგადიებრივი მოძრაობა "ლელოს" 12 წევრის ვინაობა ცნობილია
18 სექტემბერს საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას წარუდგინა მოძრაობის 12 წევრი,
ესენი არიან:
ლანა გალდავა, იურისტი;
ლევან ბოძაშვილი, კონსტიტუციონალისტი;
თეონა დოენჯაშვილი, მწერალი, ჟურნალისტი;
კახა კოჟორიძე - იურისტი;
მედეა მეტრეველი, ფილოლოგი;
გია გუგუშვილი, მხატვარი;
საბა ბუაძე, იურისტი;
გიგლა მიქაუტაძე, ეკონომისტი;
ქეთი ენუქიძე, ფილოლოგი;
ელენე მელიქიშვილი, საზოგადოებრივი ურთიერთობების სპეციალისტი;
გია მორდეკაშვილი, ბიზნესმენი;
დავით გელაშვილი, ეკონომისტი.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეს ადამიანები იქნებიან საზოგადოებრივი მოძრაობაში. ზოგიერთი მათგანი კი, შესაძლოა, პოლიტიკურ პარტიაშიც გაერთიანდეს, რომელსაც მალე დააფუძნებენ.
"ლელო" შემდეგ 12 წევრს საზოგადოებას მომდევნო კვირაში გააცნობს.