სტიქია ამბროლაურში - ზარალი ნახევარ მილიონ ლარზე მეტია
18 ივლისს მოსულმა ძლიერი წვიმამ, ქარიმა და სეტყვამ ქალაქი ამბროლაური მნიშვნელოვნად დააზარალა.
დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი. ქარმა სამ კორპუსს სახურავი მთლიანად გადაეხადა.
ქალაქში მოგლეჯილია ხეები, რამაც გარკვეული პერიოდი გზების ჩახერგვა გამოიწვია.
რამდენიმე საათის განმავლობაში ამბროლაური ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი.
უკვე შეიქმნა კომისია, რომელიც ზარალს ითვლის.
წინასწარი ინფორმაციით, ზარალი ნახევარ მილიონ ლარზე მეტია.