საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა გერმანია დაამარცხა
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ჰამბურგში 24 სექტემბერს გამართულ ამხანაგურ მატჩში გერმანიის ნაკრებს მოუგო - 4:2. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი გუნდი 3:0 დაწინაურდა. მასპინძლებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელებმა მაინც დამაჯერებლად იმარჯვეს.
25 სექტემბერს საქართველოსა და გერმანიის ნაკრებები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.