123ru.net
World News in Georgian
Сентябрь
2018

მამუკა ბახტაძემ რუსული ოკუპაციის შედეგებზე გაეროს შტაბ-ბინაში ისაუბრა

0
მამუკა ბახტაძემ რუსული ოკუპაციის შედეგებზე გაეროს შტაბ-ბინაში ისაუბრა

ნიუ-იორკში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის და გაეროს გენერალური მდივნის შეხვედრა. მამუკა ბახტაძემ და ანტონიუ გუტერეშმა ისაუბრეს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების პროცესში გაეროს როლზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე, საერთაშორისო სამშვიდობო მექანიზმების გააქტიურების მნიშვნელობასა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ეფექტურად გამოყენების აუცილებლობაზე. მამუკა ბახტაძემ ანტონიუ გუტერეშს გააცნო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ,“ რომელიც მიზნად ისახავს ნდობის აღდგენას კონფლიქტის შედეგად დაშორებულ საზოგადოებებს შორის. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების ერთგულია და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერას. მამუკა ბახტაძემ საქართველოში მიიწვია ანტონიუ გუტერეში, რომელმაც თავის მხრივ, აღნიშნა, რომ საქართველო გაეროს მეგობარია და მზად არის თბილისს პირველივე შესაძლებლობისთანავე ეწვიოს.

პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებასა და მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე ისუბრა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში გამართულ, ნელსონ მანდელას სახელობის მშვიდობის სამიტზეც. „რუსეთის ფედერაციასთან მიმდინარე კონფლიქტი გამოწვევად უდგას მშვიდობას ჩემს ქვეყანაში - საქართველოში. ის 1990-იანი წლების დასაწყისიდან იღებს სათავეს და ასობით ათას ადამიანს შეეხება. მათ საკუთარი სახლების დატოვება მოუწიათ და კვლავ ვერ ახერხებენ დაბრუნებას, ან ოკუპირებულ ტერიტორიებზე რჩებიან და დანარჩენ სამყაროს არიან მოწყვეტილნი, ეთნიკურ დისკრიმინაციას განიცდიან და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლნი არიან. 21-ე საუკუნეში კვლავ ვართ მავთულხლართების აღმართვის მომსწრენი, რომლებიცოჯახებს შუაზე ყოფს და ადამიანებს საკუთარ საცხოვრისს წყვეტს" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ. მან აღნიშნა, რომ არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველო აგრესიას პასუხობს კონსტრუქციული ჩართულობით და მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მიმართული მოლაპარაკებებით. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა სამართლის პრინციპებზე დამყარებული წყობის, ადამიანის უფლებების პატივისცემისა და თავისუფლების ფუნდამენტური უფლებების აღსადგენად ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობას.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин назвал важнейшие проекты социальной поддержки москвичей


Спорт в России и мире
Москва

Актера Свиридова госпитализировали из-за инфицирования после операции в Москве


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Теннисистка Александрова оказалась сильнее полячки Швентек на турнире WTA в США


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

В Москве прошла эковыставка Hydrate The World





Путин в России и мире
Москва

Путин уточнил у Беглова причины снижения популярности Петербурга у туристов


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Киев признал стагнацию ВСУ по всей линии фронта


Навальный в России и мире
Москва

СМИ: Байден и Шольц не успели предложить Москве обменять Навального



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Егор Крид

В Москве суд отклонил требование общественника Морозова закрыть YouTube-канал Егора Крида



Москва

В Госдепе заявили, что США неоднократно предупреждали Россию об угрозе теракта

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net