“პუსი რაიოტმა” მოედანზე შეჭრით გააპროტესტა რუსეთის პოლიტიკა
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე მოედანზე შეჭრა მოახერხა რამდენიმე გულშემატკივრმა, რომლებსაც სწრაფად დაატოვებინეს მინდორი.
სტადიონზე შეჭრაზე პასუხისმგებლობა აიღო ცნობილმა პანკ-ჯგუფმა “პუსი რაიოტმა” (Pussy Riot). ჯგუფის წევრებმა ასე გააპროტესტეს რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობა, მათ შორის, უკრაინელი რეჟისორის, ოლეგ სენცოვის უკანონო პატიმრობა.
თამაშის დროს სტრადიონზე შეიჭრა პოლიციის ფორმებში გამოწყობილი ჯგუფის ოთხი წევრი. “პუსი რაიოტი” აქციის შესახებ წერს ტვიტერსა და ფეისბუკზე.