საფრანგეთისა და ხორვატიის პრეზიდენტები მოსკოვში ჩავიდნენ ფინალურ მატჩზე
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ხორვატიის პრეზიდენტი კოლინდა-გრაბარ კიტაროვიჩი მოსკოვის ლუჟინიკების სტადიონზე ესწრებიან ფეხბურთში 21-ე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩს, რომელიც ევროპის დროით 17 საათზე დაიწყო. ფიფას მსოფლიოს ოქროს თასისათვის ერთმანეთს უპირისპირდებიან საფრანგეთისა და ხორვატიის ნაკრებები. საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრები ერთხელ, 1998 წელს, არის გამხდარი მსოფლიო ჩემპიონი. იმავე წელს ხორვატიის ნაკრები ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა, რაც ამ ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების ყველზე დიდი მიღწევაა.