ნატო შეშფოთებულია თურქეთის მიერ რუსული სარაკეტო სისტემის შეძენით
რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა S-400-ის შეძენით, თურქეთი მიიღებს იარაღს, რომელიც „ნატოს ცნობილი მოწინააღმდეგეების მიერ გამოიყენება“. ამის შესახებ განაცხადა გენერალმა ტოდ უოლსტერმა, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებისა და ნატოს საჰაერო ძალების სარდალმა. ლონდონში ავიაციის ხელმძღვანელების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს, ამერიელმა გენერლმა აღნიშნა, რომ ეს გარიგება თურქეთს შესაძლებლობას მისცემს შეაღწიოს ევროპის ბევრი ქვეყნის შეიარაღებაში მყოფ, ამერიკულ F-35 გამანადგურებლებზე დამონტაჟებულ, რადარების გვერდის ავლის სისტემაში. ამერიკელი გენერალი აცხადებს, რომ ეს პრობლემა მას ძალიან აწუხებს და მუშაობს იმისათვის, რომ მტკიცე სამხედრო ურთიერთობები შეინარჩუნოს თურქეთთან, რომელიც ნატოს წევრია. „ყველაზე მნიშნელოვანი ისაა, რომ S-400-ი იძლევა შესაძლებლობას, უკეთ გავიგოთ F-35-ის ტექნიკური დახასიათება, რაც უკვე აღარ არის ჩვენი კოლაიციისათვის სასარგებლო“,- განაცხადა უოლტერსმა.თურქეთის გეგმამ, მოწინავე რუსული სარაკეტო-თავდაცვის სიტემის შეძენის თაობაზე, კიდევ უფრო გაართულა ვაშინგტონისა და ანკარის ურთიერთობა. აშშ-ის კანონმდებლებმა მოითხოვეს, აიკრძალოს თურქეთისათვის ნებისმიერი კლასის F-35-ი განამადგურებლების გადაცემა.