ერდოანმა სადავო თავყრილობა გამართა სარაევოში
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოანმა წინასაარჩევნო თავყრილობისას, ბოსნიის დედაქალაქში, ევროპაში მცხოვრებ თანამემამულეებს მიმართა, - „მთელ მსოფლიოს უჩვენონ მათი სიძლიერე“. ევროპის არაერთმა ქვეყანამ, მანამდე, უარი უთხრა ერდოანს მსგავსი შეკრების ჩატარებაზე. სარაევოს შეკრება იმართება 24 ივნისის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების წინ. დაძაბულობა გაიზარდა თურქეთსა და ევროპის არაერთ ქვეყანას შორის შარშან, როცა მათ არ დართეს თურქეთის მთავრობას ნება, შეკრება მოეწყოთ რეფერენდუმის წინ. რეფერენდუმის შედეგად თურქეთის პრეზიდენტის უფლებამოსილება უნდა გაფართოებულიყო. ბოსნიის მედიის თანახმად, სარაევოს ზეტრას სპორტულ ცენტრში 15 ათასი ადამიანი მივიდა. ცენტრში გამოფენილია ერდოანის და თურქეთის თანამედროვე სახელმწიფოს დამაარსებლის, ქემალ ათა თურქის დიდი პორტრეტები. თავის გამოსვლაში, ერდოანმა განაცხადა, რომ თურქებს, რომლებიც პენსიაში გავლენ უცხოეთში, მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ თურქეთში. მისივე თქმით, ანკარა აპირებს ბავშვებისთვის თურქულის სწავლების ახალი პროგრამის ამოქმედებას. ევროპაში საარჩევნო უფლების მქონე სამი მილიონი თურქი მოქალაქე ცხოვრობს. სარაევოს ახლო ურთიერთობა აქვს თურქეთთან.