ბორჯომში საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს მოითხოვენ
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს 21 მარტს საკრებულოს 15-მა წევრმა განცხადებით მიმართა. „ქართული ოცნების“ დეპუტატები, დამოუკიდებელ და „პატრიოტთა ალიანსის“ ორ წევრთან ერთად, საკრებულოს მორიგ სხდომაზე თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის დასმას ითხოვენ.