123ru.net
World News
Апрель
2022

მამუკა მდინარაძე: ის გასამართლდება საქართველოში და სასჯელს მოიხდის საქართველოში

0

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზბიგნევ რაუსთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის საკითხი დადგა, თუმცა უარყოფს ინფორმაციას, რომ ამ საკითხზე მმართველი გუნდის პასუხი იყო, რომ „ზელენსკიმ სააკაშვილი ხელისუფლების დასამხობად გამოუშვა“.

როგორც მდინარაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პოლონური დელეგაციის მხრიდან სააკაშვილის საკითხზე პასუხი ის იყო, რომ „საქართველოს კანონმდებლობას პატივს სცემს“.

„დიახ, დადგა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კონკრეტული დამნაშავის, მსჯავრდადებულისა და ამავდროულად ბრალდებულის საკითხი. უპრეცედენტოა, რომ ამ ტიპის და ამ შინაარსის შეხვედრაზე კონკრეტული მსჯავრდადებულის, თუნდაც ყოფილი პრეზიდენტის საკითხი დგებოდეს. პროტოკოლის დარღვევას ესენი [„ნაციონალური მოძრაობა“] ისე მიეჩვივნენ, თითქოს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ეს არის პროტოკოლის დარღვევაც და მეორეც, არ არის თუნდაც პოლიტიკური თვალსაზრისით გამართლებული ამ დონის, ამ სახის და ამ შინაარსის შეხვედრებზე ასეთი საკითხების დაყენება, პროვოკაციულიცაა. პასუხი ჩვენი მხრიდან კი არა, გაეცა კითხვის ადრესატის მხრიდან, რომელიც პატივს სცემს საქართველოს კანონმდებლობას. ეს, ბუნებრივია, ასეა და სხვაგვარი პასუხები ვერ გაეცემა პროვოკაციულ კითხვებს. პარტნიორები ჩვენ ვერ და არ გვეტყვიან, რომ კონკრეტული მსჯავრდადებულის საკითხი გადაწყდეს პოლიტიკურ კონტექსტში, შეუძლებელია. ადამიანი არის სისხლის სამართლის დამნაშავე, იხდის სასჯელს და ბრალდებულია სხვა დანაშაულებზე. ამ ქვეყნის ისტორიას დაღად რომ აწევს, ამ დანაშაულებზეა მსჯავრდადებული და ბრალდებული. ის გასამართლდება საქართველოში და სასჯელს მოიხდის საქართველოში“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძე ამბობს, რომ „სააკაშვილმა უკრაინიდან გამოასწრო, რათა საქართველოში არეულობა ყოფილიყო“.

„თვეების განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ თითქოს ეს შეთქმულების თეორიას ჰგავდა. დღეს ეს დადასტურდა მისივე წამოცდენით, როდესაც თქვა – ვიცოდი, ვგრძნობდი, რომ ეს მომენტი დადგებოდა და დადგა. რა მომენტზე საუბრობს? რა იცოდა მან, რისთვის ჩამოდიოდა. დარწმუნებული ვარ, მას ჰქონდა გარკვეული მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს ხდება. მან უკრაინიდან გამოასწრო და გამოასწრო იმისთვის, რომ საქართველოში არეულობა ყოფილიყო. საქართველოში არეულობა მისი ხელშეწყობით შესაძლებელია გადაზრდილიყო იმაში, რასაც დღეს გავერიდეთ და არ დავუშვით. მან სასამართლო პროცესზე თქვა – ვიცოდი, ეს მომენტი დგებოდა და ეს მომენტი დადგა, რადგან დადგა მისი სურვილია, რომ იქნებ, საქართველო ომში ჩაებას. ჩვენი ქვეყანა ომში არ ერთვება. ჩვენი ქვეყანა არ დაუშვებს თავისი მოქალაქეების დახოცვას და არ დაუშვებს იმას, რომ ამ ქვეყანას მიადგეს გამოუსწორებელი და კატასტროფული ზიანი. აქედან გამომდინარე, მისი მიზანი იყო და არის, რომ ეს ქვეყანა ომში ჩაერთოს. მან რაღაცას გამოასწრო, თორემ 8 წელი გვპირდებოდა ჩამოსვლას და ერთხელ არ ჩამოსულა. საპარლამენტო არჩევნები გაცილებით მნიშვნელოვანი ხომ იყო? რატომ ვერ გაბედა მაშინ ჩამოსვლა და რატომ ახლა, ამ მოვლენების წინ? – ეს საზოგადოებამ გადაწყვიტოს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Сергей Собянин заявил о продлении наземного метро Москвы в Тульскую область


Спорт в России и мире
Москва

ГУАП на открытии XXIX Международного Биос-форума


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Елена Веснина

«Теннисистки заслуживают зарабатывать на равных с мужчинами». Веснина выступила за соразмерные призовые


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

В ЖК «Детали» установят пассажирские лифты энергоэффективности класса «А»





Путин в России и мире
Москва

Путин на совещании Совбеза заявил об уточнении ядерной доктрины России


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко назвал условие, при котором Минск применит ядерное оружие




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Байден анонсировал поставку Киеву дальнобойных ракет


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Егор Летов

"Летов бы перевернулся в гробу". Как два омича за неделю создали незабываемое событие



Москва

Выездные бригады и новые технологии: как в России отметят День сердца

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net