სად გეჩქარება, წლის საუკეთესო ქართულო რომანო?
რამდენიმე დღის წინ facebook-ზე დავწერე ერთი პატარა შენიშვნა, რომლის გარშემოც ორი დღის მანძილზე ვკამათობდით. შენიშვნა პირველი შთაბეჭდილებით იყო დაწერილი, სულ რამდენიმე აბზაცი. კომენტარებიც ცხელ გულზე იწერებოდა და ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე, დღევანდელი ბლოგიც ამ თემისთვის მიმეძღვნა და ცოტა რამ დამეზუსტებინა.