ტერეზა მეი: მოლაპარაკება ევროკავშირთან ჩიხში შევიდა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ პარასკევს აღიარა, რომ „ბრექსიტის“ თაობაზე ევროკავშირთან მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ამის შესახებ მეიმ 21 სექტემბერს, ლონდონში დაუნინგ სთრითიდან გაკეთებულ სატელევიზო მიმართვაში განაცხადა, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა უარი თქვა ბრიტანეთის მთავრობის მიერ წამოყენებულ ორ წინადადებაზე. პირველი შეეხება ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას „ბრექსიტის“ შემდეგ. მეორე კი ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის სასაზღვრო პრობლემას. ზალცბურგში გამართულ ევროკავშირის არაფორმალურ სამიტზე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ტერეზა მეის გეგმა ვერ განხორციელდება. ევროკავშირის მხრიდან „ალტერნატიული“ წინადადებების შეთავაზების გარეშე ბრიტანეთის მთავრობის გეგმაზე უარის თქმას ტერეზა მეიმ უწოდა „მიუღებელი“ და დასძინა, რომ იგი „არ შეცვლის რეფერენდუმის შედეგებს“. იგულისხმა რა 2016 წლის პლებისციტი, რომლის დროსაც ბრიტანელების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ევროკავშირიდან გასვლას - „ბრექსიტს“. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების ყველაზე საუკეთესო შედეგი იქნებოდა, თუ ბრიტანეთი ბლოკს დატოვებდა შეთანხმებით. მაგრამ კავშირიდან გასვლა ყოველგვარი შეთანხმების გარეშე უკეთესია, ვიდრე ცუდი შეთანხმება, განაცხადა ტერეზა მეიმ. ბიტანეთმა 28 წევრისაგან შემდგარი ევროკავშირი 2019 წლის მარტში უნდა დატოვოს.
Экология в России и мире
Путин в России и мире
Лукашенко в Беларуси и мире
123ru.net —
международная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.
Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).
123ru.net — живые новости в прямом эфире!
В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.
Здоровье в России и мире
Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России
Друзья 123ru.net
Информационные партнёры 123ru.net
Спонсоры 123ru.net