სიცოცხლით თამაში და თაღლითი კლინიკები – მეწველი ძროხის როლში სახელმწიფო ბიუჯეტი
ჯანდაცვის სისტემაში პრობლემებია – ამ სათაურით ანალიტიკური სააგენტო “analitica.ge” ჟურნალისტ გიორგი უძილაურის სტატიას აქვეყნებს, რომელსაც “მარშალპრესი” უცვლელად გთავაზობთ. საქართველო ჯანდაცვის სისტემით სამხრეთ კავკასიაში მოწინავეა. ქვეყანაში მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვა, რაც ყველა მოქალაქეს, მიუხედავად მისი შემოსავლისა აძლევს საშუალებას სახელმწიფოს ხარჯზე მიიღოს სამედიცინო მომსახურება. ქვეყანაში მოქმედებს C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა, მოქმედებს უფასო სკრინინგები, სასწრაფო სამედიცინო მომსახურება უფასოა, არსებობს […]