24 აპრილს, "აგენტების კანონის" წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის ბოლოს, პარლამენტთან მივიდა 2023 წლის 7-9 მარტის დემონსტრაციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი. მან თქვა, რომ ხვალინდელ აქციას შეუერთდება და სიტყვით გამოვა.
ქალაქ-ქალაქ სიარულით, „ქართული ოცნება“ ცდილობს დაარწმუნოს ხალხი, რომ საქართველოს დიდი საფრთხე ელოდება და საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე, შესაძლოა ქვეყანაში დაიკარგოს სქესის გაგება, ქალისა და კაცის, დედისა და მამის ცნებები და ბოლოს ქართველობაც.
ევროპარლამენტი 25 აპრილს დაგეგმილ პლენარულ სესიაზე „აგენტების კანონის“ შესახებ რეზოლუციის ტექსტს და მასთან ერთად ორ შესწორებას უყრის კენჭს - შესწორებები სავიზო რეჟიმს და ივანიშვილის სანქცირებას უკავშირდება.
24 აპრილს პარლამენტთან "აგენტების კანონის" გასაპროტესტებლად ისევ შეიკრიბნენ მოქალაქეები და შინაგან საქმეთა სამინისტროს გაფრთხილების მიუხედავად, ისევ გადაკეტეს რუსთაველის გამზირი.
ქუთაისში საზოგადოებრივი პლატფორმის, „თავისუფლების მოედნის“ ორგანიზებით გაიმართა ე.წ. „აგენტების კანონის“ საერთო-საზოგადოებრივი განხილვა, რის შემდეგ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეუერთდნენ სტუდენტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მსვლელობას.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აგრძელებს წინამორბედის, ირაკლი ღარიბაშვილის ტრადიციას: უნგრეთში მიემგზავრება და მასპინძელ ვიქტორ ორბანთან ერთად მონაწილეობს „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში“ (CPAC-ში).
Такие инициативы не только укрепляют связи между государствами, но и способствуют формированию гармоничного мирового сообщества, отмечают в Грузии
Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).
123ru.net — живые новости в прямом эфире!
В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.